1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

უდ უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უქ უღ უც უძ უწ უხ
უსა

უსაფრთხოების თანამეგობრობა

უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ–ერთი ფორმა, რომელიც შეიძლება ინტეგრაციის საფუძველი გახდეს. ამ ცნების ავტორის კარლ დოიჩის აზრით, უ. თ–ის შექმნისათვის აუცილებელია მონაწილე სახელმწიფოთა ელიტებს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების განწყობა ჰქონდეთ. უ. თ–ის მონაწილეები უარს ამბობენ ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალადობაზე ან ამგვარი ძალადობისათვის მზადებაზე. ამგვარი თანამეგობრობის მაგალითია შეერთებული შტატებისა და კანადის თანაარსებობა. ერთმანეთისგან განასხვავებენ უსაფრთხოების პლურალისტულსა და შერწყმულ თანამეგრობრობას. მათ შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი საერთო ინსტიტუტების არსებობა ან არარსებობაა. პლურალისტური თანამეგობრობის შექმნა უფრო იოლია, რადგან ეს სამი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: 1) ფასეულობათა თავსებადობის; 2) ერთმანეთის საჭიროებათა გათვალისწინების; და 3) პოლიტიკურ ელიტათა ქცევისა და მიზნების პროგნოზირების.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9