1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფულ ფუნ ფუტ

ფუნქციური წინამძღვრები

ბაზისური მოთხოვნილებები (საჭიროებები), რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რათა საზოგადოებამ არსებობა შეინარჩუნოს. მაგ., მიიჩნევენ, რომ სოციალური სტრატიფიკაციის სისტემა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პოზიციები საზოგადოებაში დაიკავონ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებმა; მიუთითებენ, აგრეთვე, რომ საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა: ქცევის დევიანტური ფორმების ეფექტური კონტროლი, სოციალიზაცია, მიზანთა ერთობლივი არტიკულაცია, მიზნის მისაღწევი საშუალებების ნორმატიური რეგულირება და სხვ. პარსონსი გამოყოფს ფუნქციურ მოთხოვნილებათა ოთხ სიდიდეს (ადაპტაცია, მიზნის მიღწევა, ინტეგრაცია, ლატენტურობა – იხ. აგილ–ი), რომელთა რეალიზაციის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. მერტონი აღნიშნავს, რომ ფუნქციური მოთხოვნილებების განსაზღვრა წინააღმდეგობას აწყდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მკაცრი ექსპერიმენტის ჩატარება. სხვანაირად რომ ითქვას, ძნელია განისაზღვროს, რა მოთხოვნილებები გაუჩნდება კონკრეტულ საზოგადოებას კონკრეტულ სიტუაციებში.
See also: აგილი
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9