1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ქა ქვ ქი ქმ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქც
ქოლ ქონ ქორ

ქორწინება

  1. სოციალური ინსტიტუტი, სოციალური ნორმების ერთობლიობა. ისტორიულად ქ. სანქციას აძლევს საპირისპირო სქესის ორი ან მეტი პარტნიორის ურთიერთობას, მათს ურთიერთმოვალეობებსა და უფლებებს, რაც არსებითია ოჯახის ფუნქციონირებისათვის. ქ. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობითა და დამკვიდრებული ტრადიციით, ადათ–წესებით ნებადართული ნებაყოფლობითი კავშირია საზოგადოების წევრებს შორის, რაც თითოეულ მათგანის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს აღიარებს. ქ–ის გაბატონებული ფორმაა მეუღლეობა საპირისპირო სქესის ორ პირს შორის, თუმცა ზოგიერთ საზოგადოებაში ნებადართულია მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა (იხ. პოლიგამია, პოლიგინია, პოლიანდრია) და აგრეთვე ქორწინება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის (იხ. ოჯახის სოციოლოგია).
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. wedding
    ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოებში. ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის მოწმობის გაცემის ჩათვლით გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი - 9 ლარის ოდენობით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1106) („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9