1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შეკავების პოლიტიკა

შეერთებული შტატების პოლიტიკის წარმმართველი პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ისახავდა მიზნად. შ.პ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოქმედებდა. თავდაპირველად შ.პ-ის იდეა ამერიკელმა დიპლომატმა ჯ. ქენანმა წამოაყენა 1947 წელს. შ.პ-ის ძირითადი კომპონენტები იყო სამხედრო ალიანსები, ეკონომიკური დახმარება და ძირგამომთხრელი საქმიანობის ფარული ხელშეწყობა, ხოლო მთავარი პრინციპები - დაშინება და ინტერვენცია. უფრო გვიანდელი ინტერპრეტაციით, შ.პ. კომუნიზმისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გავრცელების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9