პოპულაციის ნაწილის შედგენა გარკვეული მიზნებითა და პროცედურების გამოყენებით. ტერმინი ხშირად გამოიყენება განმსზღვრელი სიტყვებით, შესასწავლი სეგმენტის ან შერჩევის პროცედურის სახეობის დასაზუსტებლად. თუკი შ. განმსაზღვრელი სიტყვების გარეშე გამოიყენება, ჩვეულებრივ, გულსხმობენ შემთხვევით შ-ს ანუ შ-ს, როცა პოპულაციაში ობიექტები ერთნაირი ალბათობით შეიძლება იყოს არჩეული.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]