1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შეუწყნარებლობა

E. Intolerance
პიროვნებისა და პიროვნებათა ჯგუფის. სახელმწიფოს ან არასამთავრობო ორგანიზაციების, საწარმოთა ხელმძღვანელობის და ა.შ. მხრიდან სხვა ადამიანთა ან მათი ჯგუფების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, დაფუძნებული ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: მათი რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, მოქალაქეობა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა. შ, როგორც წესი, გამოიხატება რასიზმში, რასობრივ დისკრიმინაციაში, რომელიც ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტორს შეიცავს, ქსენოფობიაში, სიძულვილის დამთესავ გამოსვლებში, სიძულვილით ჩადენილ დანაშაულში. შ ყოველთვის აქტიურ ფორმას ატარებს, რაც უხეშად არღვევს გაეროს წესდების, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის სხვა მთავრობათშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ფუძემდებლურ აქტებს, რომლებიც განამტკიცებენ პრინციპს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებით. მათ მომადლებული აქვთ გონება, სინდისი და ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1-ლი მუხ., გაეროს წესდება). ევროპის საბჭომ შექმნა სპეციალური ორგანო - რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (ECRI), რომელსაც დაეკისრა შ-ის ნებისმიერ გამოვლინებასთან საბრძოლველად საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს დარაზმვა და მათ მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი დასჯად აცხადებს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული თუ ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ მკვლელობას, სხეულის სეიოზულ დაზიანებას, წამებას (114-ე. 126-ე მუხ.) კოდექსი ასევე გამოყოფს ისეთი დანაშაულების დასჯადობას, როგორებიცაა: საფლავების წაბილწვა რასობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური შეუწყნარებლობის საფუძველზე (258-ე მუხ.), აპარტეიდის ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განზრახ დარღვევა (411-ე მუხ.), გენოციდის დანაშაული (407-ე მუხ.).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9