1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ცა ცე ცვ ცი ცო ცხ
ცედ ცელ ცენ ცერ ცეს

ცენზურა

  1. E. Cenzorship
    გართობისა და პუბლიკაციების სახელმწიფო კონტროლი, რომელიც პირველად ძველ რომში შემოიღეს და დღესაც გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების, ან რელიგიური დაწესებულებების მიერ. ც. ორი სახისაა:
    1. პრევენტული - მოითხოვს კონტროლის ობიექტის წარდგენას მის გამოქვეყნებამდე;
    2. ც., როგორც დისციპლინარული სასჯელი, იმ პირის მიმართ, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ამა თუ იმ ფორმით ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიუხედავად. დისციპლინარული სასჯელის ფორმებია: კონფისკაცია, ჯარიმა, ან პატიმრობა (ცალ-ცალკე ან ერთად).
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. censorship
    G. Zensura
    L. censura მკაცრი მსჯელობა, გარჩევა, censere შეფასება
    1. ბეჭდვით ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა, ასევე ასეთი ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულება;
    2. ნებისმიერი სახის ნაწარმოების (სპექტაკლი, ტელე-რადიოსაშუალებებით ეთერში გაშვება) გადახედვა (გასინჯვა), რომელიც ხორციელდება გამოქვეყნებისათვის სპეციალური ნებართვის მიღების მიზნით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9