1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ცა ცე ცვ ცი ცო ცხ
ცხო

ცხოვრების დონე

  1. E. Standard of living
    ცხოვრების მატერიალური პირობები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი პირობების უფლება, რომელიც აუცილებელია როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ამ პირობებში იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრისი, შესაბამისი სამედიცინო და სოციალური მომსახურება, დახმარების მიღების უფლება უმუშევრობის, დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არსებობის წყაროს დაკარგვის სხვა შემთხვევებში.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. living standard, living standards, scale of living
    რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ერთ სულზე მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების დონესა და ხარისხს. ამ მაჩვენებელთა სისტემაში შედის: რეალური შემოსავლის ოდენობა, საქონლისა და მომსახურების მოცულობა, სტრუქტურა, მათი ფასების დონე და დინამიკა, საბინაო პირობები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9