* - <
[ {
Ֆ
აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ აჴ
არ არა არბ არგ არდ არე არვ არზ ართ არი არკ არმ არნ არო არრ არს არტ არქ არღ არყ არშ არჩ არც არძ არწ არხ არჯ

არეა

Turk. მარიხ AaBC.
Arm. ჰრათ B.
(ვარსკ.) მარიხი. არს მეხუთე(სა) ცასა ზედა, რომელსა ჭიმჭიმელი ეწოდების. ხოლო ცისა (ა)მის დასავლით აღმოსავალით (აღმოსავლის Aa) მიმართ არს ძრვა და ორსა წელიწადსა შინა ერთ გზის მოიქცევის. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე სამასი ბევრის ბევრი და ოთხმოცდა ჩვიდმეტი ათას შვიდას სამი ეჯი. (+ და Z) სივრცე მისი ას ოცდაექვსი ბევრის ბევრი და ხუთას ორმოცდა ორი ათასი ეჯი. ხოლო ქვეყანით იქიმდე სამეოცდა სამი ბევრის ბევრი და ორას სამეოცდა ექვსი ათას ხუთასი ეჯი. ამ(ა) არიას ცა(ს)ში(ა) ერთი ვარსკვლავი სხვა არ(ი)ს. არს სიმგრგვლე მისი ორმეოცდა ათი ათასი და ორას ოთხმ(ე)ოცი ეჯი. ხოლო არიას სიდიდე არს ორჯელ ქვეყანისა ოდენი. ფილოსოფოსთა იგავად უთქვამ(ს)თ: არი(ა)ს სახე ჭაბუკის(ა) მსგავსი არს შეჭურვილი (+ და Aa) ჴელთა აქვს ჴრმალიო ZAa.

(ვარსკ.) მარიხი. არს მეხუთე ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ჭიმჭიმელი Ab. (ვარსკ.) მარიხი. არია არს მეხუთესა ცასა ზედა, ხოლო ცა ესე დასავალით აღმოსავალად იძრვის, ორთა წელთა შინა ერთ გზის მოიქცევის. ხოლო არიასა სიდიდე არს ორჯელ ქვეყანისა ოდენი B. (ვარსკ.) მარიხი. არეა არს მეხუთესა ცასა ზედა, ხოლო ცისა ამის დასავლით აღმოსავლის მიმართ არს ძრვა და ორსა წელიწადსა შინა ერთგზის მოიქცევის. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე სამასი ბევრის ბევრი და ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამი ეჯი. სივრცე მისი–ას ოცდაექვსი ბევრის ბევრი და ხუთას ორმოცდა ორი ათასი ეჯი; ხოლო ქვეყანით იქიმდე– სამეოცდა სამი ბევრის ბევრი და ორას სამეოცდა ექვსი ათას ხუთასი ეჯი. ამ არიას ცაში ერთი სხვა ვარსკვლავი არს. არს სიმგრგვლე მისი ორმეოცდაათი ათასი და ორას ოთხმოცი ეჯი. ხოლო არიას სიდიდე არს ორჯელ ქვეყანისა ოდენი. ფილასოფოსთა უთქვამსთ იგავად: არიას სახე ჭაბუკისა მსგავსი არს შეჭურვილი და ჴელთა აქვს ჴრმალიო Cab. (ვარსკ.) მარიხი. არეა არს მეხუთესა ცასა ზედა. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე სამასი ბევრი და ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი ეჯი. ხოლო სივრცე მისი ასოცდაექვსი ბევრი და ხუთას ორმოცდაორი ათასი ეჯი. ქვეყანიდამ იქიმდე სამოცდასამი ბევრი და ორი ათასი ეჯი. ამ არიას ცაში ერთი ვარსკვლავი სხვა არის. არს სიმგრგვლე მისი ორმოცდაათი ათასი და ორას ოთხმოცი ეჯი, ხოლო სივრცე მისი ათექვსმეტი ათასი ეჯი, ხოლო არიას სიდიდე არს სამოცი ათასი ეჯი. ესე ორსა წელიწადსა შინა ერთჯერ მოვლის სიმგრგვლესა ცისასა. ფილასოფოსთა უთქვამსთ იგავად: არიას სახე ჭაბუკის მსგავსი არს შეჭურვილი, ჴელთა აქვს ჴრმალიო Cq.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9