(7, 12 ოსე) სახელი არს ყოელთა მკედთა თვალედად ნასკულთა. ბ ა დ ე დ ითქმის ქსელი დედაზარდლისა; ბ ა დ ე დ იწოდებიან მანქანებანი ეშმაკთანი წარმწყმედელნი მოღვაწეთანი; იქმან ბ ა დ ე თ ა ნადირისა შესაპყრობელთა, რომელთა ა ს მ ა ნ ა კ ს ა უწოდენ; იქმან ბადეთა აბრეშუმთაგან, კარავთა ოქრომოპეტალებულთა, ქალთა სამშობიეროდ; იქმან ქალნიცა ყოელთა უწმიდესთა თავსაბურავად ანუ ყელს მოსახვევად, ჭრელად ნემსულსა, რომელსა მ ა ქ მ ა ნ ი ეწოდება; ბ ა დ ე არს თევზთა შესაპყრობელი (4, 20 მათე): ს ა თ ხ ე ვ ე ლ ი, ხ ო ლ ი ხ ი, ღ რ ი პ ო ნ ი, ჩ ი ჩ ქ ი ნ უ რ ი, მ ა ს ე, ზ ე ღ მ ა, ხ ა ლ ბ ა დ ე და ეგევითარნი; ბ ა დ ე არს შესაპყრობელი ფრინველთა: ა შ რ ი ა ლ ი, ო ჯ ი ჯ ი, ს ა ს ი რ ე, ჩ ი ტ ბ ა დ ე, ტ რ ე დ ბ ა დ ე; მრავალ-რიგნი არიან Z.
(+ 5, 5 ლუკა Aa) სახელი არს ყოველთა მკედთა თვალედად ნასკუ(ლ)თა. ბ ა დ ე დ ითქმის (ითქმიან Ab) ქსელი დედაზარდლისა; ბ ა დ ე დ იწოდებიან მანქანებანი ეშმაკთა წარმწყმედელი მოღვაწეთა; იქმონენ ბადეთა ნადირთა შესაპყრობელთა, რომელთა ა ს მ ა ნ ა კ ა დ სახელსდებენ; იქმენ ბადეთა აბრეშუმთაგან, კარავთა ოქრო-მოპეტალებულთა ქალთა საშობიეროდ, იქმენ ქალნიცა წვლილთა ყოველთა უწმიდესთა თავსაბურავად ანუ ყელმოსახვევად, ჭრელად ნემსულად, რომელთა მ ა ქ მ ა ნ ი ეწოდების; ბ ა დ ე არს: თევზთა შესაპყრობ, ხ ო ლ ი ხ თ ა, ს ა თ ხ ე ვ ე ლ თ ა, ჩ ი ჩ ქ ი ნ უ რ ს ა, ღ რ ი პ ო ნ ს ა, მ ა ს ე ს ა, ზ ე ღ მ ა ს ა, ხ ა ლ ბ ა დ ე თ ა და ეგევითართა; ბ ა დ ე არს ფრინველთა შესაპყრობელი: ა შ რ ი ა ლ თ ა, ო ჯ ი ჯ თ ა, ჩ ი ტ ბ ა დ ე თ ა, ს ა ს ი რ ე თ ა და ტ რ ე დ ბ ა დ ე თ ა, რომელნი მრავალრიგ არიან A. ესე სახელი არს ყოველთა მკედთა თვალედად გამონასკული, რომელთაცა ძაფთაგან იყოს B. ბ ა დ ე სახელია ყოველთა მკედთა თვალედად გამონასკულთა აბრეშუმთაგან, ყაჭთა, ბანბათა, სელთა, კანაფთა და რომლისაცა ძაფთაგან იყოს; ბ ა დ ე თ ითქმის ქსელიცა დედაზარდლისა შეპყრობისათვის მწერთასა; ბ ა დ ე თ ითქმის ეშმაკთა მანქანებაჲ წარმწყმედელი მოღვაწეთა; იქმონენ ნადირთათვისცა შესაპყრობელთა ბადეთა, გარემოდგმით შეიპყრობენ ყურდგლით ვიდრე ირმამდე, რომელსა ა ს მ ა ნ ა კ ს ა უჴმობენ; იქმენ აბრეშუმთაგან, ბადე-კარავთა ოქრო-ვეცხლითა მოპეტალებულთა დიდებულთა ცოლთა მშობიერეთათვის; იქმენ ქალნიცა წვლილად ქსოვილთა ბადეთა უწმიდეს ყოველთა თავსაბურავთასა, რომელიმე სირმათაცა თავსაბურავად, გინა ყელთა მოსახვევად, ვიეთნი სამოსლადაც ჭრელად ნემსულთა, რომელთა მ ა ქ მ ა ნ ი ეწოდებიან; ხოლო ბ ა დ ე ეწოდების თევზთა ბადეთა და ფრინველთასა; ხოლო განიყოფებიან ბადენიცა: ბადე წვლილ-თვალი და ტომარის გვანებული, ბოლოკუნჭულოსანი ხ ო ლ ი ხ ი არს: ხოლო მომძიული და საღონიანი და შორით სასროლი-ს ა თ ხ ე ვ ე ლ ი ; გრძლად ქსოვილი და სამ წყრთა სიმაღლე, საღონიანი, მომძიული დ ი დ-ბ ა დ ე არს, ნავტიკთათვის იყოს ანუ სხვა სათრეველად; სხვასა გრძელთა ვიდრე ორასთა, გინა ასთა მჴართა სივრცით, ზომიერსა. უსაღონოესა, ქვე მძიოსანსა და ზე ფელოსიანსა უწოდენ ს ა შ რ ო ხ ს ა, ცალ-წვერსა და ქვე კენჭებ-ბმულსა- მ ა ს ე ს; ხოლო საშრობისა უმოკლესსა და უფროსად განიერსა – ჩ ი ჩ ქ ი ნ უ რ ს ა; სხვა არს ღ რ ი პ ო ნ ი და სხვა ზ ე ღ მ ა, გინა ხ ა ლ ბ ა დ ე და მრავალნი სხვანი ბ ა დ ე ტ ა რ ნ ი და სახოპელნი და სხვანი ეგევითარნი. ხოლო ფრინველთა ბადენიცა: ა შ რ ი ა ლ ი და ო ჯ ი ჯ ი, ჩ ი ტ ბ ა დ ე და ს ა ს ი რ ე, ტ რ ე დ ბ ა დ ე და სხვანი მრავალნი. იგინიცა სიგრძეობისთვის არა დავსწერე Cab. განუმარტავია CqD.