* - <
[ {
Ֆ
გა გბ გგ გდ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გს გუ გფ გქ გღ გყ გშ გჩ გც გძ გწ გჭ გხ გჯ გჳ გჴ
გი გია გიგ გიდ გივ გიზ გით გინ გიო გიჟ გირ გის გიფ გიყ გიშ გიც გიწ გიხ გიჯ გიჴ

გიჟი

L. მათო B.
Turk. დელი AaB.
Arm. ხიევ B.
სიგიჟე(ცა) განიყოფება (განიყოფებიან B) ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღაველიანად, რეგვნად, ტეტ(ე)რად, შლეგად, შტერად, ფეთიანად და შეთიანად. შ მ ა გ ი არს სიგიჟით თავსაცა თვისთა (თვისსა B) ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს; ხ ე ლ ი არს, რომელი უცნობოდ გარბოდეს და არც(ა) თვით იგვემდეს და არცა სხვათა (სხვასა AB) ავნებდეს; ს უ ლ ე ლ ი არს, რომელი არცა სრულიად ცნობა–მიღებულ იყოს და არცარა სასარგებლო რამე ქ(მ)ნას; ც ო ფ ი არს გონება და (გონების B) ცნობა მოძარცული (მოძრცვილი B); ნ ა ღ ა ვ ე ლ ი ა ნ ი არს ოდესმე ცნობას(ა) იყოს და ოდესმე უცნობო; რ ე გ ვ ე ნ ი არს, რომელსა სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურსა იქმოდეს; ტ ე ტ ე რ ი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურსა რასმე იქმოდეს; შ ლ ე გ ი არს არა ხელი, არცა ცნობა–მიღებული, არამედ დაუცადებ(ე)ლად თავ–გაწირვით გა(ნ)უსვენებელი; შ ტ ე რ ი არს ფრიადისა (ფრიადითა B) აორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანომიღებული და საქმის(ა) ვერა კეთილად მქ(მ)ნელი; ფ ე თ ი ა ნ ი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირე ხანს ცნობა–მიღებული; შ ე თ ი ა ნ ი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დაწვეს და წამოდგეს (წამოჯდეს B) და უგვანად უბნობდეს ZAB.

სიგიჟეცა განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღაველიანად, რეგვნად, ტეტრად, შლეგად, შტერად, ფეთიანად და შეთიანად. შ მ ა გ ი არს სიგიჟეთა თავთა თვისთაცა ფრიად ავნებდეს, ცეცხლთა (ცეცხლსა CaqD) და წყალთა (წყალსა CqD) არა ჰრიდებდეს და სხვათაც დიდად მავნებელ ექმნებოდეს; ხ ე ლ ი არს, რომელი გარბოდეს და არცაღა ცნობას იყოს, არამედ არცა თვით იგვემდეს და არცა სხვათა ავნებდეს; ს უ ლ ე ლ ი არს, რომელი არცა სრულიად ცნობამიღებული იყოს და არც არად მაწყინარ, არამედ არარა სასარგებლო რამე ქ(მ)ნას; ც ო ფ ი არს გონება და ცნობამოძარცული; ნ ა ღ ა ვ ე ლ ი ა ნ ი არს, ოდესმე დაბნდეს და, რა მობრუნდეს, უცნობივე იყოს; რ ე გ ვ ე ნ ი არს, რომელსა აკლდეს სიბრძნე და მცირედ რა(ს)მე ხელურსა იქმოდეს; ტ ე ტ ე რ ი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ქცევა უფრორე ხელისა ჰქონდეს, ვიდრე ბრძნისა; შ ლ ე გ ი არს არა ხელი არცა ცნობამიღებული, არამედ დაუცადებ(ე)ლად თავ–გაწირვით გა(ნ)უსვენებელი; შ ტ ე რ ი არს ფრიად(ისა) აღორთქლებისა შინაგანთა ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანომიღებული და სიტყვის(ა) გვიანად გამგონებელი და საქმისა ვერა კეთილად მქნელი; ფ ე თ ი ა ნ ი არს, რომელმან ღამე ანუ დღისით(ა) საოცარი რამე იხილოს და დაფეთებისა მიერ მცირედ ხან(ს) ცნობამიღებულ იქმნას; შ ე თ ი ა ნ ი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და სიჩქარით დაწვეს და წამოჯდებოდეს და უგვანად უბნობდეს CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9