* - <
[ {
Ֆ
გა გბ გგ გდ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გს გუ გფ გქ გღ გყ გშ გჩ გც გძ გწ გჭ გხ გჯ გჳ გჴ
გუ გუა გუბ გუგ გუდ გუე გუთ გულ გუმ გუნ გურ გუს გუუ გუფ გუშ გუჯ გუჰ გუჱ

გუამი

  1. L. პერსონა B.
    Turk. სიფათ ZAaB, [თლათაყანიშ] Aa, [აქანიშ] B.
    Arm. ანძნ ZAa, ანძ BCbqDE.
    (გვამი DE) (+ 1, 21 ტობ. ZAa) ესე არს მარტივად მყოფი განთვისებული თვისგან თავით თვისით შემტკიცებით მდგომარე და განყოფილი მისთანათა მათგან რიცხვთა ZA.

    ესე იგი არს მარტივად მყოფი განთვისებული, რომელ არს განუკვეთელი B. ხოლო გუამისა სახელი ორსა დაჰნიშნავს და გვამო(ვ)ანიცა ორსავე დაჰნიშნავს, რამეთუ დაჰნიშნავს მარტივად (+ მყოფსაცა C), რომლისა და(ჰ)ნიშნვისაებრ არა მარტივად არსებასა, ხოლო არამედ შემთხვევითსაცა გვამოვ(ა)ნად უწოდთ, ხოლო დაჰნიშნავს განთვისებულსა გვამსაცა, ესე იგი არს განუკვეთელსა და კვალად უგვამოჲ ცა ორგვარად ითქმის, რამეთუ ითქმის უგვამოდ არარაჲთ არასადა მყოფიცა და ითქმის უგვამოდ შემთხვევითაცა, რომელსა არა აქვს განთვისებული მყოფობაჲ, არამედ არსებასა შორის შემტკიცნების(ა) CbqD4. ხოლო გვამნი ოდესმე უკვე მარტივად მყოფსა ცხად ჰყოფს, რომლისა დანიშვნისაებრ არა მარტივსა არსებასა ხოლო გვამად ვიტყვით, არამედ შემთხვევითსაცა, რომელი საკუთრად არაგვამოანი არს, არამედ სხვა გვამი. ხოლო ოდესმე განთვისებულსა გვამსა, ესე იგი არს განუკვეთელსა, ცხად ჰყოფს, რომელი საკუთრად არაგვამოვანი, არამედ გვამი არს და სახელ–იდების. ხოლო საკუთრად გვამოანი არს ანუ თვისგან ვიდრე არა შეგვამებული, არამედ გვამთა შინა ხილული, ვითარ–იგი სახე, რომელ არს არსება კაცისაჲ თვისთა გვამთა შინა არა იხილვების, არამედ პეტრეს და პავლეს და სხვათა კაცთა გვამებსა შინა, ანუ სხვისა თანა არსებით განუყოფელისა. ქმნა ვისგანმე ყოვლითურთისა შეზავებისა და ერთისა შესრულება შეზავებულისა გვამისა, ვითარ–იგი კაცი სულისაგან და ჴორცისა შეზავებულ არს. და არცა მხოლოდ სული ოდენ ითქმის გვამად, არცა ჴორცნი, არამედ გვამოანად, ხოლო ორნივე შესრულებული იგი ორნივე გვამად, ვინადგან არცა სული თვისგან თავით თვისით გვამ ქმნილ არს, არცა ჴორცნი, არამედ თანად ორნივე, რამეთუ საკუთრად გვამად თვისგან თავით თვისით მდგომი არსცა და სახელ–იდების. კვალად ითქმის გვამოვნად სხვისა. გვამისა მიერ მიღებული ბუნება და მის შორის მომგებელი ყოფისა, რომლისათვისცა ჴორცნი უფლისანი არა გვამ ქმნილნი თავით თვისით არცა წამსა ჟამისასა არა გვამ, არამედ უფროსად გვამოან არიან, რამეთუ გვამსა შინა სიტყვისა ღთს` სა შემტკიცნეს მის მიერ მიხმულნი და იგი აქვნდა და აქვს გვამად.

    უგვამოცა ორგვარად ითქმის, რამეთუ ოდესმე არვითა არარათა მყოფსა დანიშნეს, რომელ არს უგვამო ყოფა, ხოლო ოდესმე არა თავთა შორის თვისსა მყოფსა, არამედ სხვასა შორის მქონებელსა ყოფისასა, რომელ არს შემთხვევითი1 E.

    1 განსაზღვრება აღებულია იოანე დამასკელის დიალექტიკის 29–ე და 30–ე თავებიდან.
  2. პირი, ესე იგი არს ხატი E.

    ნუსხაშია: "გვამი".

    See also: გვამი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9