* - <
[ {
Ֆ
გა გბ გგ გდ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გს გუ გფ გქ გღ გყ გშ გჩ გც გძ გწ გჭ გხ გჯ გჳ გჴ
გუ გუა გუბ გუგ გუდ გუე გუთ გულ გუმ გუნ გურ გუს გუუ გუფ გუშ გუჯ გუჰ გუჱ

გულის–წყრომა

Arm. სრტმტუთიან Aa, ბარკუთუნ BCDE.
(+ 57, 5 ფსალ. ZA) გულის–წყრომა(ჲ) არს მდუღარება(ჲ) გულის გარემოსისა სისხლისა ფოფინებისაგან, ნავღლისა ანუ აღმღვრევისა მისისა ქმნილი. არს ოდესმე გულის–წყრომა(ჲ), რომელი წადიერება(ჲ) არს ნაცვლის მიგებად, რამეთუ ოდეს ვიმძლავრით ვისგანმე ანუ მოვიგონოთ მიმძლავრება იგი, განვრისხნით გულის წყრომითა. ხოლო სამ არიან სახენი გულის წყრომისანი: რისხვა, ბორგა და დარილი, რომელ არს მზერა. რ ი ს ხ ვ ა (ჲ) არს გულის წყრომა ჯეროვანი შემცოდეთათვის; ბ ო რ გ ა არს მიუმყოვრებელი ნავღელი და დაუცადებელი უწესო გულის წყრომა(ჲ), ხოლო დ ა რ ი ლ ი არს რისხვა მაძიებელი ჟამთა ტანჯვისათვის ვისამე (ვისასმე) B), რომელ არს მ ზ ე რ ა ZAB.

ხოლო გულის–წყრომა არს მდუღარება(ჲ) გულისა გარემოსისა სისხლისა(ჲ) ფოფინებისაგან ნავღლისა, ანუ აღმღვრევისა მისისა ქმნული, რომლისათვის(ცა) ნავღლ(ვ)ად ითქმის და ნავღლიანობად. ხოლო არს ოდესმე, რომელ გულის–წყრომა წადიერება(ჲ) არს ნაცვლის მოგებისა(ჲ). რამეთუ (მი)ვიმძლავრნით რა(ჲ), ანუ საგონებელ გვიჩნდის მიმძლავრებულყოფა(ჲ), განვრისხნით გულის–წყრომით და შეზავებულ იქმნის მაშინ ვნება(ჲ) გულის–თქმისაგან და ვნებისა და გულის წყრომისა. ხოლო სახენი გულის–წყრომისანი არიან სამ: რ ი ს ხ ვ ა (ჲ), რომელი სახელ–იდების ნ ა ვ ღ ლ ა დ და ნ ა ვ ღ ლ ვ ა დ, რამეთუ გულის წყრომამან მიიღოს რა(ჲ) დასაბამი და ძრვა(ჲ) რისხვად და ნავღლვად და ნავღლად ითქმის1, და ბ ო რ გ ა, რომელი არს მიუმყოვრებელი ნავღლვაჲ, ცხად არს, ვითარმედ ძვირის ჴსენებაჲ, ხოლო ითქმის გებულებისაგან და საწურთელად შექმნისა, და მ ზ ე რ ა ჲ არს რისხვაჲ მეძიებელი ჟამისა ტანჯვისა ვისისათვისმე და ითქმის ესეცა მდებარეობისაებრ. ხოლო არს გულის–წყრომაჲ ვითარცა მეაბჯრე რაჲმე გულის სიტყვისაჲ, მოსაჯული გულის თქმისაჲ, რამეთუ, რაჟამს გულისმთქმელ ვიქმნნეთ საქმისა რომლისამე და დავეცადნეთ ვისგანმე, გულმოწყე ვიქმნებით მისდა მიმართ, ვითარცა მიმძლავრებულნი. ცხად არს, ვითარმედ გულის სიტყვისა მიერ ღირსად განმწარებისა ბ(რ)ჭობითა მის საქმისაჲთა და მცველთა ზედა ბუნებითისა წესისა თვისისათა. სრულიად იოანე დამასკელის (+ წიგნის Cbq) კთ თავში (თავსა შინა Cq)2. იძიე CD. ხოლო გულისწყრომა ვიდრემე არს დუღილი გულის გარემოსისა სისხლისა ფოფინებისაგან ნავღლისა ანუ აღმღვრევისა მისისა ქმნილი, რომლისათვისცა ნავღლად ითქმის ნავღლიანობად. არს უკვე და ოდესმე გულის–წყრომა წადილი ნაცვლისა ტანჯვით მიგებისა, რამეთუ მივიმძლავრით რა, ანუ საგონებელ გვიჩდის მიმძლავრებულ ყოფა, განვრისხნით გულის–წყრომით და შემაზავებელ იქმნის მაშინ ვნება გულის თქმისაგან და ვნებისა და გულის–წყრომისა. ხოლო სახენი გულის–წყრომისანი არიან სამ: რ ი ს ხ ვ ა, რომელი სახელ–იდების ნ ა ვ ღ ლ ა დ და ნ ა ვ ღ ლ ვ ა დ; მ ე დ გ რ ო ბ ა უკვე, რომელი საძულოდ დაიმარხოდის, რამეთუ ითქმის მედგრობად და ესეცა, ვითარმედ მედგრობა არს გებისაგან და მომჴსენებლობისაგან მარხვისა გულსა შორის. ძ ვ ი რ ი ს მ მ ა რ ხ ვ ე ლ ო ბ ა უკვე წყრომა მეძიებელი ჟამსა დასჯად არს გულის–წყრომა მსახურ და მელახვრე გულის–სიტყვისა, რაჟამს გულის მთქმელ ვიქმნეთ საქმისა რომლისამე და დავეცადნეთ ვისგანმე გულ–მოწყე ვიქმნათ მისდა მიმართ, ვითარცა მიმძლავრებულნი E.

1 აქედან D ხელნაწერს აკლია ფურცელი.

2 იგულისხმება "გარდამოცემაჲ".

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9