* - <
[ {
Ֆ
და დგ დე დვ დი დლ დნ დო დრ დუ დღ დჳ
და დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ დაჴ და–

დარაჯა

  1. Turk. ყარაულ ZAaBCaD, ყარაული CbqE.
    ესე დარაჯა განიყოფების ხუთად: გუშაგად, ებგურად, ტალად, ჴუმილად და დეტად. გ უ შ ა გ ი არს დარაჯა ციხეთა; ხოლო ე ბ გ უ რ ი მაღლით ადგილით მოდარაჯე; ტ ა ლ ა არს მგზავრთა ღამით მოდარაჯე; ჴ უ მ ი ლ ი არს მეპატრონისა კართა ღამესა რა ათევდეს, ანუ ხვასტაგთა უდარაჯებდეს; დ ე ტ ი არს, რომელი დღისით შორიდამ უმზერდეს და დარაჯობდეს. ვიეთთა გარჩევით არ(ა) აღუწერიათ ZA.

    ესე დარაჯა განიყოფებიან ხუთად: გუშაგად, ებგურად, ტალად, ჴუმილად და დეტად. გ უ შ ა გ ი არს დარაჯა ციხეთა; ხოლო ე ბ გ უ რ ი მაღლის ადგილით მოდარაჯე; ტ ა ლ ა არს მოგზაურთა ღამით მოდარაჯე; ჴ უ მ ი ლ ი არს მეპატრონისა კართა ღამეთა რა ათევდეს, ანუ ხვასტაგთა უდარაჯებდეს; ხოლო დ ე ტ ი არს, რომელი შორით უმზირდეს დღისით და დარაჯობდეს. ვიეთთა გარჩევით არ აღუწერიათ B. ესე დარაჯა განიყოფებიან (განიყოფების D) ხუთად: გუშაგად, ებგურად, ტალად, ჴუმილად და დეტად. გ უ შ ა გ არს დარაჯა ციხისა, ხოლო ე ბ გ უ რ ი კოშკით. გინა ხიდაღმა ანუ მაღლით იდარაჯებდეს; ტ ა ლ ა არს, რომელი მოგზაურსა (მოგზაურთა Cb) ღამე უდარაჯებდეს; ჴ უ მ ი ლ ი არს რომელი ხვასტაგთა უდარაჯებდეს, ანუ მეპატრონისა კართა ჴმილვიდეს; ხოლო დ ე ტ ი (ტედი Ca) ითქმის, რომელი შორით ხედვიდეს და დარაჯობდეს. ვიეთთა გარჩევით არ(ა) აღუწერიათ, გაწყობისათვის სადა ნდომიათ, აღუწერიათ CD. ესე დარაჯა განიყოფების ხუთად: გ უ შ ა გ ი არს დარაჯა ციხისა; ხოლო ე ბ გ უ რ ი კოშკით გინა ხით და მაღლით იდარაჯებდეს; ხოლო ტ ა ლ ა არს რომელი მოგზაურსა ღამე უდარაჯებდეს; ხოლო ჴ უ მ ი ლ ნ ი, რომელ ხვასტაგსა უდარაჯებდეს ანუ მეპატრონისა კარსა ჴმილვიდეს; არამედ დ ე ტ ი ც ა ითქმის, რომელი შორით ხედვიდეს. ხოლო ვიეთთა გარჩევით არა აღუწერიათ, გაწყობისათვის ერთი მეორისა ადგილს უჴსენებიათ E.

  2. Arm. ხარისხ ZAa.
    ესე დარაჯა სხვათა ენა არს, რომელი სამკურნალოთა წიგნთა შინა აღუწერიათ საზომის ზომისათვის წამალთასა: ორითა დარაჯითა გრილი, ანუ სამითა დარაჯითა მჴურვალე. ამას ქართულად ხ ა რ ი ს ხ ი ჰქვიან ZA.

    თურქთა ენითა ხ ა რ ი ს ხ თ ა ეწოდება B. ესე სამკურნალოსა საზომისა ზომად ითქმის: ორითა დარაჯითა გრილი არს ანუ სამითა მჴურვალეო (მხურვალიო D). ერთს წიგნში ვნახე (+ ეწერა D) სამი მჴარი არის ერთი დარაჯაო, (+ ამ დარაჯას ქართულად ხ ა რ ი ს ხ ი ჰქვიან Cb) CD. სამკურნალოს საზომის ზომად ითქმის: ორითა დარაჯითა გრილი არს, ანუ ოთხითა მჴურვალიო. სამი მჴარი E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9