* - <
[ {
Ֆ
და დგ დე დვ დი დლ დნ დო დრ დუ დღ დჳ
დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დენ დერ დეს დეტ დეფ

დევი

Arm. დიევ ZAa, დევქ Cb, დევიქ Caq, დიევიქ D, დიევქ E.
სომხურად ეშმაკს(ა) ჰქვიან, ხოლო ქართულად რომელთამე წერილთა შინა დევი გველ–ვეშაპის ადგილს აღუწერიათ და გარეშეთა წერილთა, რომელი საწარმართოჲ აღუწერიათ, ავ–სახე კაცის მსგავსი, რქიანი; იგი მოგონებული ტყუ(ვ)ილია ZA.

დევი სომხურად ეშმაკსა ჰქვიან, ხოლო საწარმართოთა ზღაპართა ტყუვილი რამე გრძნეული უთქვამთ, მოგონებით რამ, ვითარცა იპპოკენტავროსი, და მას გამოხატვენ. გველ–ვეშაპი დევად დაუწერიათ წმიდა წერილში B. დევი სომხურად ეშმაკს(ა) ეწოდების, ხოლო საწარმართოთა ზღაპართა შინა, რომელი სიცრუ(ვ)ით აღუწერიათ1 და ტყუ(ვ)ილი რამე მოუპოვნებიათ, არცა ჴორცნი ასხენ და არცა მოკვდებიან, მათ (მათთვის D) წმიდათ(ა) წერილნი (წერილთა მიერ D; რეცა Cbq) ვირ–დევად სახელ–სდებენ (სახელ–ედებისთ D), ხოლო დევად მეზღაპრეთა აღუწერიათ ლექსის გაწყობისა და ჰამბავთ(ა) შემჭევრებისათვის. არარა არს არცა ერთი თვინიერ მაცთურისა, რომელი ეჩვენების მსგავსად (მგზავსად D) ვეშაპთასა (+ და Cbq) რომელიმე დევად (+ საშიშრად Cbq) CbqD. განუმარტავია E.

1 აქ Ca-ს ერთი ფურცელი აკლია.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9