(ოთხფ.) (+ 9, 3 გამოსლ. ZAa) ზოგადი სახელი არს ყოველთა ზროხათა, ხოლო მამალსა ზროხასა ეწოდების ჴ ა რ ი და დედალსა – ფ უ რ ი; ხოლო შვილთა მათთა – ჴ ბ ო; ნასუქარსა ჴბოსა – ზ ვ ა რ ა კ ი, რომელ არს ჟ ო ჟ ა რ ა კ ი; საჴარესა წლამდის – ბ ო ჩ ო ლ ა, და საფურესა – მ ო ც ე დ ი; წელიწადზე მეტსა საჴარესა – მ ო ზ ვ ე რ ი და საფურესა – დ ი ა კ(ე)უ ლ ი; ორი წლის ჴარსა – ბ ო ი კ ი; საკლავად მსუქანსა – უ ს ხ ი; საკიდარს ჴარს(ა)– ა ზ ა ვ ე რ ი; გამოუყვერავს(ა) ჴარსა – კ უ რ ო და მისსა უმცროსსა – კ უ რ ა კ ი; შეწირულსა – ზ ვ ა რ ა. ირემთა და მისთანათას ტოლსა(ცა) ჴ ა რ ა დ და ფ უ რ ა დ იტყვიან ZA.
(ოთხფ.) ზროხა ზოგადი სახელი არს ყოველთა ზროხათა, არამედ მამალს: ჴ ა რ ი ეწოდების და დედალსა – ფ უ რ ი, და შვილთა მათთა – ჴ ბ ო; ნასუქარსა ჴბოსა – ზ ვ ა რ ა კ ი, რომელ არს ჟ ო ჟ ა რ ა კ ი; წლამდე საჴარეს – ბ ო ჩ ო ლ ა, საფურეს – მ ო ც ე დ ი; წელზე მეტს საჴარეს – მ ო ზ ვ ე რ ი, საფურეს – დ ი ა კ ე უ ლ ი; ორის წლის ჴარსა – ბ ო ი კ ი; საკლავად მსუქანსა – უ ს ხ ი; საკიდარს ჴარს – ა ზ ა ვ ე რ ი; გამოუყვერავს ჴარს – კ უ რ ო და მისა უმცროსსა – კ უ რ ა კ ი; შეწირულსა – ზ ვ ა რ ა. ირემთა და მისთა ტოლთაცა ჴარ–ფურობა ითქმიან B. (ოთხფ.) ზროხა ზოგადი სახელ(ი) არს ყოველთა ზროხათა, არამედ მცირით დიდამდე სახელი სხვადასხვა სძეს ქართულად: მამალსა – ჴ ა რ ი და დედალსა – ფ უ რ ი, ხოლო შვილსა მათსა – ჴ ბ ო; ნასუქარს(ა) ჴბოსა – ზ ვ ა რ ა კ ი, რომელ არს ჟ ო ჟ ო რ ა კ ი; ნახევარ წლისას(ა) – ბ ა რ ა კ ე უ ლ ი, წლისას(ა) საჴარესა – ბ ო ჩ ო ლ ა და საფურესა – მ ო ც ე დ ი; წელიწადზე მეტსა საჴარესა – მ ო ზ ვ ე რ ი, საფურესა – დ ი ა კ ე უ ლ ი; ორის წლის ჴარსა – ბ ო ი კ ი, საკლავად მსუქანსა – უ ს ხ ი; საკიდარს ჴარსა – ა ზ ა ვ ე რ ი; გამოუყვერავს ჴარს – კ უ რ ო და უმცროსსა მისგან – კ უ რ ა კ ი; შეწირულს(ა) ზ ვ ა რ ა. ირემთა, ლოსთა და ეგევითართა ვითარცა ზროხათა ჴარ–ფურობით (ფურობად CqD) ითქმიან და კანბეშთა ჴბოსა ღ ო ღ ო ს უწოდენ და წლისა ანუ მეტსა – ზ ა ქ ს ა CD. ზროხა ზოგადი სახელი არს ყოელთა ზროხათა, არამედ მცირით დიდამდე სახელი სხვა არს: მამალსა – ჴ ა რ ი და დედალსა – ფ უ რ ი, ხოლო შვილსა მათსა – ჴ ბ ო; და ნასუქალსა ჴბოსა – ზ ვ ა რ ა კ ი; ნახევარ წლის ჴბოს – ბ ა რ ა კ ე უ ლ ი და წლისას – ბ ო ჩ ო ლ ა, თუ საჴარეა, და საფურეს – მ ო ც ე დ ი. და წელიწადზედ რომელიც მეტია, უკეთუ საჴარეა – მ ო ზ ვ ე რ ი და საფურეს – დ ი ა კ ე უ ლ ი; ორის წლისას – ბ ო ი კ ი; საკლავად მსუქანსა – უ ს ხ ი, ხოლო საკიდარსა ჴარსა – ა ზ ა ვ ე რ ი და გამოუყვერავსა ჴარსა – კ უ რ ო და კ ე რ ა ტ ი ეწოდებიან; შეწირულსა – ზ ვ ა რ ა. ირემთა და დომბათა და ლოსთა და ეგევითართა ვითარცა ზროხათა ჴარ–ფურობა და ჴბოან(?) ითქმიან, ხოლო კამბეშთა ჴბოსა ღ ო ღ ო უწოდენ და წლისას – ზ ა ქ ს ა E.