* - <
[ {
Ֆ
თ< თა თბ თე თვ თთ თი თლ თმ თნ თო თრ თუ თქ თხ თჳ
თმა თმე თმი თმო

თმა

L. კაპელი B.
Turk. საჩ ZAaB, საჩი E.
Arm. იერ B. მაზ, [ვარს] E.
(10, 30 მათე) თმანიცა ესრეთ განიყოფებიან: ქალთა შვენიერთა და გრძელთა თმათა ეწოდებიან დ ა ლ ა ლ ი, ხოლო ცუდთა და თხელთა – ბ უ წ უ წ ი; ვაჟთა თმათა გრძელთა და სრულთა – ვ ა რ ჯ ი და მგრგვლად შემოკვეცილსა – ქ ო ჩ ო რ ი; ყურთა საფარად ჩამოშვებულთა თმათა – მ ა წ ა კ ი; (+ და A) პირთა და საფეთქელთა საშვენებელთა – წ ი ნ ა მ ო (+ და ლ უ ლ ა მ ბ ა რ ი ZAa); ყრმათა პირთა თმათა მცირეთა – გ ი ნ გ ლ ი, კაცთა შუბლთასა – წ ა რ ბ ი. თვალთასა – წ ა მ წ ა მ ი, ბაგეთასა – უ ლ ვ ა შ ი, ყბათასა – წ ვ ე რ ი, მკერდთა და გვამთასა – ფ ა ჩ ვ ნ ი, სასირცხოთა ადგილთა ფ ა ჩ ა რ ი; თავ–ნაპარსთა მოზრდილთა – ჯ ე ნ ჯ ი; ძაღლთა და მჴეცთასა – ბ ა ნ ჯ ვ ლ ი, თხათასა – ბ ა ლ ა ნ ი და მისსავე ქვეშე ლბილთა თმათა – თ ხ ი ს უ რ ი; ცხოვართა და კრავთასა – მ ა ტ ყ ლ ი; აქლემთასა – ს ტ ე ვ ი, ღორთა ქუდთასა – ჯ ა გ ა რ ი და ძ ა გ ა რ ი; ცხენთა ქედთასა – ფ ა ფ ა რ ი და კუდთასა – ძ უ ა; პირუტყვთ(ა) გაზაფხულ განაცვივ(ნ)სა – გ ა ნ გ უ რ ი; ტყავიანთა თმათა ხზედისა და კვერნათასა, რომელსა კაცნი შეიმოსენ – ბ ე წ ვ ი; ხილთა და ბალახთა რეცა თმათა – ბ უ ს უ ს ი და ჩ ი ნ ჩ ლ ი Z A.

თმა ზოგადი სახელი არს ყოველთა თმათა. ხოლო განიყოფებიან მრავლად: ქალთა შვენიერსა და გრძელს თმას ეწოდება დ ა ლ ა ლ ი, ხოლო ცუდსა და თხელსა – ბ უ წ უ წ ი, ხოლო ვაჟთა თმათა გრძელთა და სრულთა – ვ ა რ ჯ ი და მგრგვლად შემოკვეცილსა – ქ ო ჩ ო რ ი; ყურთ საფარად ჩამოშვებულს თმას – მ ა წ ა კ ი; პირთა და საფეთქელთა საშვენებელთა – წ ი ნ ა მ ო; ყრმათა პირის თმათა მცირეთა – გ ი ნ გ ლ ი; კაცთა შუბლთასა– წ ა რ ბ ი; თვალთასა – წ ა მ წ ა მ ი; ბაგეთასა – უ ლ ვ ა შ ი; ყბათასა – წ ვ ე რ ი; მკერდთა და გვამთასა – ფ ა ჩ ვ ნ ი; სასირცხოთა ადგილთასა – ფ ა ჩ ა რ ი; თავ–ნაპარსთა მოზრდილთა ჯ ე ნ ჯ ი; ძაღლთა და მჴეცთასა – ბ ა ნ ჯ ვ ლ ი; თხათა, ზროხათა და ნადირთასა – ბ ა ლ ა ნ ი; თხის ლბილს ქვეშე თმასა – თ ხ ი ს უ რ ი; ცხოვართა და კრავთასა – მ ა ტ ყ ლ ი; აქლემთასა – ს ტ ე ვ ი; ღორთა ქედთასა – ჯ ა გ ა რ ი და ძ ა გ ა რ ი; ცხენთა ქედისათა – ფ ა ფ ა რ ი, კუდისათა – ძ უ ა; პირუტყვთ გაზაფხულ განაცვივთა – გ ა ნ გ უ რ ი; ტყავიანთა თმათა ხზედისა კვერნისასა, რომელ კაცნი შეიმოსენ – ბ ე წ ვ ი; ხილთა და ბალახთა, რეცა თმათა – ბ უ ს უ ს ი და ჩ ი ნ ჩ ლ ი B. თმაცა (თმანიცა D) ზოგადი სახელი არს ყოველთა თმათა. ხოლო ესე მრავლად განიყოფებიან (განიყოფების D) რამეთუ ერთსა თმათაგანსა ეწოდების ბ ე წ ვ ი, ხოლო ქალთა თმათა (თმასა Cq) შვენიერთა (შვენიერსა Cq) და გრძელსა (გრძელთა CqD)- დ ა ლ ა ლ ი; ქალთა ცუდთა თმათა და მცირეთა – ბ უ წ უ წ ი; ვაჟთა თმათა გრძელთა და სრულთა – ვ ა რ ჯ ი; ვაჟთა თმათა მგრგვლად მოკვეცილთა და გარეშემოპარსულთა – ქ ო ჩ ო რ ი; ყურთა საფარვ(ე)ლად გრძლად (+ თმათაგან CqD) ჩამოშვებულთა – მ ა წ ა კ ი, (+ შუბლთა CaD) და საფეთქელთა საშვენებელთა (საშვენებელსა D) თმათა – წ ი ნ ა მ ო; უასაკოთა ყრმათა პირთა ზედა მცირეთა რასმე თმათა – გ ი ნ გ ლ ი; კაცთა გვამთა ზედა თმათა – ფ ა ჩ ვ ნ ი; ნაპარსთა თმათა მოზრდილთა (მოზრდილსა D)- ჯ ე ნ ჯ ი; ქვეშე სასირცხოთა ადგილთა თმათა (თმასა D) -ფ ა ჩ ა რ ი; ძაღლისა და მჴეცთა თმათა (თმასა D) - ბ ა ნ ჯ ვ ლ ი; თხათა ზროხათა და ნადირთა თმათა (თმასა D) - ბ ა ლ ა ნ ი; თხათა ბალანთა ქვეშე (ძირთა D) ლბილთა (ლბილსა D) თმათა (თმასა D)– თ ხ ი ს უ რ ი; ცხოვართა და კრავთა თმათა – მ ა ტ ყ ლ ი; აქლემთა თმათა – ს ტ ე ვ ი; ღორთა ქედისა სხვილსა (სხვილთა Cq) თმათა (თმასა D)– ჯ ა გ ა რ ი (+ გინა ძ ა გ ა რ ი C); ცხენთა და ვირთა (+ და ეგევითართა C) ქედთა (ქედისა D) თმათა – ფ ა ფ ა რ ი და (ხოლო D) კუდთა თმათა (თმასა D)– ძ უ ა; პირუტყვთა გაზაფხულ გამონაცვალს განადენს თმას(ა)– გ ა ნ გ უ რ ი; ხილთა და ბალახთა მცირესა თმათა მსგავსსა – ბ უ ს უ ს ი, გინა ჩ ი ნ ჩ ლ ი CD. განუმარტავია E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9