* - <
[ {
Ֆ
თ< თა თბ თე თვ თთ თი თლ თმ თნ თო თრ თუ თქ თხ თჳ
თხა თხე თხზ თხი თხლ თხო თხრ თხუ

თხელი

L. მანო B.
Turk. სეირაქ BCDE.
Arm. ნოსტრ BCDE.
ესე არს, ქარტის მსგავსი რაჲცა იყოს. თ ხ ე ლ ა დ ითქმის ლარი და შარი ფარჩხატი, გინა ზღვა და მდინარე ღრმა არა იყოს, გინა ნაყოფნი შორი–შორს იდგნენ, გინა ფურცელი უჴშირო, გინა კაცთა თმა და წვერი ჴშირი არ ესხას; თ ხ ე ლ ი ეწოდებიან ჭიქასა, თალხსა და მისთანათა ქვათა გამჭვირვალეთა; თ ხ ე ლ ი არს ყოველივე სიზრქისა და სიჴშირისა და სიმტკიცისა და სიჴშოსაგან მოკლებული Z.

ესე არს, ქარტის მსგავსი რაჲცა იყოს. თ ხ ე ლ ა დ ითქმის ლარი და შარი ფარჩხატი, გინა ზღვა ანუ მდინარე ღრმა არა იყოს, გინა ხენი და ბალახნი შორი–შორს იდგნენ გინა ფურცელი უჴშორო, გინა კაცთა თმა და წვერი მცირე აქვნდეს; თ ხ ე ლ ი ჰქვიან ჭიქასა და თალხსა და მისთანათა ქვათა გამჭვირვალეთა. თ ხ ე ლ ი არს ყოველი სიზრქისა, სიჴშოსა და სიმტკიცისაგან მოკლებული A. თ ხ ე ლ ი არს ქარტის მსგავსი რაჲცა; თ ხ ე ლ ა დ ითქმის ლარი და მანდილი ფარჩხატი; თ ხ ე ლ ა დ ითქმის ზღვა თუ მდინარე ღრმა არ იყოს. თ ხ ე ლ ა დ ითქმის ხენი თუ ბალახნი, გინა შორი–შორ მდგარი, გინა ფურცელი– უჴშირო, გინა კაცთა თმა და წვერი მცირედი აქვნდეს. თ ხ ე ლ ი ჰქვიან ჭიქასა, თალხსა და მისთანათა ქვათა გამჭვირვალეთა. თ ხ ე ლ ი არს ყოველი სიზრქისა, სიჴშოსა და სიმტკიცისაგან მოკლებული B. განუმარტავია CDE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9