* - <
[ {
Ֆ
კ´ კა კბ კდ კე კვ კი კლ კმ კნ კო კრ კს კუ კც კჳ
კრა კრდ კრე კრვ კრთ კრი კრკ კრო კრტ კრუ კრჩ კრც კრძ კრწ კრხ

კრონოსი

L. სატურნო B.
Turk. ზუალ BD, ზაულ C, ზუალი E.
Arm. ერევაკ B.
* ესე ვარსკვლავი არს მეშვიდესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ა ლ ბ ა ს ტ რ ო. ხოლო მოიქცევის ცაჲ ესე დასავლიდამ აღმოსავალისა მიმართ ოცდ(ა)ათთა წელიწადთა შინა ერთ გზის. ხოლო კრონოსისა სიდიდე არს ოთხმ(ე)ოცდაათჯერ ქვეყ(ა)ნისა ოდენი ZA.

* ესე კრონოსი არს მეშვიდესა ცასა ზედა. ხოლო მოიქცევის ცაჲ ესე დასავლიდამ აღმოსავალისა მიმართ ოცდათთა წელიწადთა შინა ერთ გზის. ხოლო კრონოსის სიდიდე არს ოთხმოცდაათერთმეტჯერ ქვეყანისა ოდენი B. * კრონოსი არს მეშვიდესა ცასა ზედა. ხოლო მოიქცევის ცა ესე დასავლეთიდამ აღმოსავლეთისა მიმართ ოცდაათსა წელიწადსა შინა ერთ გზის. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე ექვსას და ათსამეტი ბევრის–ბევრი და ოთხის ოცდაათოთხმეტი ათასი ეჯი; სივრცე მისი ოთხმოცდაათხუთმეტი ბევრის–ბევრი და ას ოთხმოცდასამი ათას ექვსასი ეჯი. ქვეყანით იქიმდე ოთხმოცდააშვიდმეტი ბევრის–ბევრი და ხუთას ოთხმოცდაშვიდი ათას სამი ეჯი. ამ ცაში კრონოსის მეტი ვარსკვლავი არ არის. ხოლო სიდიდე მისი არს ოთხმოცდაათერთმეტჯერ ქვეყანის(ა)ოდენი. ხოლო ამისა სახეობასა იტყვიან ბერის კაცის მსგავსობასა, – მარჯვენესა ჴელსა აქვს ცეცხლი და მარცხენასა (+ ჴელსა Ca) გველი მობოკლილი. კრონოსი გამოითარგმანების სისავსედ გონებისად ანუ სიმაღლედ (სიმაძღრედ Cb) (+ რამეთუ ყოველი სავსე მაძღარ არს Cb) Cab. * კრონოსი არს მეშვიდესა ცასა ზედა. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე ექვსას და ათსამეტი ბევრი და ათასი ეჯი. სივრცე მისი ასოთხმოცდაათხუთმეტი ბევრი და ათას ექვსასი ეჯი. ქვეყანით იქიმდე ოთხმოცდაათშვიდმეტი ბევრი და ხუთას ოთხმოცდაშვიდი ათასი ეჯი. ამ ცაში კრონოსის მეტი ვარსკვლავი არ(ა) არს. (+ ხოლო Cq) სიდიდე მისი არს ოთხმოცდაათერთმეტჯერ ქვეყ(ა)ნისა ოდენი. ესე მოვლის სიმგრგვლესა ცისასა ოცდათსა წელიწად შინა (წელიწადში D) ერთჯერ, ხოლო ამისა სახეობასა იტყვიან ბერის კაცის მსგავსობასა; მარჯვენესა ჴელსა აქვს ცეცხლი და მარცხენასა გველი მობოკლილი (+ კრონოსი გამოითარგმანების სისავსედ გონებისად ანუ სიმაღლედ Cq) CqD. * კრონოსი არს მეშვიდესა ცასა ზედა. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე ექვსას და ცამეტი ბევრი და ათასი მილიონი. სივრცე მისი ას ოთხმოცდათხუთმეტი ბევრი და ათას ექვსასი მილიონი. ქვეყნიდამ იქიმდე ოთხმოცდააჩვიდმეტი ბევრი და ხუთას ოთხმოცდაშვიდი ათასი მილიონი. ამ ცაში კრონოსის მეტი ვარსკვლავი არ არის. ხოლო სახე კრონოსისა ბერის კაცისა არს, მარჯვენასა ჴელსა აქვს ცელი და მარცხენასა გველი მობოკლილი; ხოლო სიდიდე მისი არს ოთხმოცდაათერთმეტჯერ ქვეყნის ოდენი. ესე მოვლის სიმგრგვლესა ცისასა ოცდაათს წელიწადში ერთჯერ E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9