* - <
[ {
Ֆ
კ´ კა კბ კდ კე კვ კი კლ კმ კნ კო კრ კს კუ კც კჳ
კუ კუა კუბ კუდ კუე კუვ კუზ კუთ კუი კუკ კულ კუმ კუნ კუო კუპ კურ კუს კუტ კუფ კუშ კუჩ კუწ კუჭ კუხ კუჱ

კუდი

L. ქონდა B.
Turk. ყუირუღ ZAaBCDE.
Arm. აქინ BCDE.
(+ 22, 23 ლევიტ. ZAa) რომელთა ბალანი მოკლე აქვს(ს)თ, ვითარცა კამბეშთა (კამბეჩთა A) გარე–თხათა და მისთანათა, გინა მჴეცთა, ძაღლთა და მისთანათა, რომელთამე უბალნო, ვითარ გველთა, ხვლიკთა და მისთანათა. ხოლო რომელთა კუდ(ნ)ი ფრთოანი აქვსთ, ვითარ ფრინველთა, და ფარფლოსანი ვითარცა თევზი (თევზთა Ab), არა ითქმის კუდად, არამედ ბ ო ლ ო დ; რომელთა კუდნი გრძელ–თმოსანი აქვსთ, ვითარ ცხენთა (+ და Z) ჯორთა და მისთანათა, ეწოდებიან ძ უ ა, ხოლო სხვათა კუდ–მოკლეთა ვითარ ირემთა და შინა–თხათა და დათვთა და ეგევითართა, ეწოდებიან პ ო ჩ ი, ხოლო კუდ–ბრტყელთა, ვითარ ცხოვართა და თაჴვთა (+ და Z) ნასნასთა, ასთაკვთა და ეგევითართა, დ უ მ ა ეწოდებიან ZA.

კუდად ითქმის, რომელთა ბალანი მოკლე ესხნეს. ვითარცა კამბეშთა, გარე–თხათა და მისთანათა, გინა მწავთა, მგელთა, მელთა, ლომთა, ძაღლთა და მისთანათანი, რომელიმე სრულიად უბალნო, ვითარ გველთა, ხვლიკთა, კორკოდილოთა, ტრიგონთა და მისთანათანი. ხოლო რომელთა კუდნი ფრთოანი აქვს, ვითარ ფრინველთა, და ფარფლოსანი, ვითარ თევზთა, არა ითქმის კუდად, არამედ ბ ო ლ ო დ; რომელთა კუდნი გრძელ–თმოანი აქვს, ვითარ ცხენთა, ჯორთა და მისთანათა, ეწოდება ძ უ ა; ხოლო სხვათა კუდმოკლეთა, ვითარ ირემთა, შინა–თხათა, დათვთა, ეგევითართა ეწოდება პ ო ჩ ი; ხოლო კუდ–ბრტყელთა, ვითარ ცხოვართა, თაჴვთა, ნასნასთა, ასთაკვთა და ეგევითართა,– დ უ მ ა B. კუდად იგი ითქმის, რომელთა ბალანი მოკლე ესხნეს, ვითარცა კანბეშთა (კამბეშთა Cq) და გარე–თხათა და მისთანათა, გინა მწავთა, მელ(ა)თა, მგელთა, ლომთა და მისთანათა, რომელთამე სრულიად უბალნო, ვითარ გველთა, ხვლივთა, თაგვთა, ტრიგონთა, კორკოდილოთა და ეგევითართა. ხოლო რომელთა კუდნი ფრთოან აქვს, ვითარ–იგი თევზთა და (მ)ფრინველთა, არა ითქმის კუდად, არამედ, ბ ო ლ ო დ; რომელთა კუდნი მრავალ და გრძელ–თმოანი აქვნ, ვითარ ცხენთა და ჯორთა და ვირთა, იგი არს ძ უ ა; ხოლო – სხვათა კუდნი მოკლენი, ვითარ ირემთა და თხათა, (+ და Cb) დათვთა და ეგევითართა, ეწოდებიან პ ო ჩ ი; ხოლო კუდბრტყელთა, ვითარ ცხოვართა და თაჴვთა და ასთაკვთა და ეგევითართა, ეწოდების დ უ მ ა C. კ უ დ ა დ იგი ითქმის, რომელთა ბალანი მცირე ესხნეს ანუ სრულიად უბალნო იყოს, ვითარცა გველთა და ხვლივთა, გინა ლომთა და მელთა და ეგევითართა; ხოლო რომელთა კუდთა ფრთენი აქვნდეს, არა კუდი, არამედ ბ ო ლ ო ეწოდების ვითარცა თევზთა და ფრინველთა; და რომელთა კუდთა თმათა მსგავსნი ესხნეს, ძუად ითქმის, ვითარცა ცხენთა და ჯორთა და ეგევითართანი; ხოლო კუდთა ბრტყელთა დ უ მ ა ეწოდების – ცხოვართა, მთახვთა და ეგევითართა D. განუმარტავია E1.

 
1 E–ს ახლავს მინაწერი: "გაყავ", რაც კუდის სახეების აღნუსხვას უნდა ნიშნავდეს.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9