სხვათა ენაა,
სიგლისათვის დაურქმევიათ ცუდად ZA.
სხვათა ენაა, სიგელი ჰქვიან ქართულად B. წიგნი დასამტკიცებელი. მანშურისას მეცილებიან და ვიეთნიმე იტყვიან სპარსთა ენისა არსო. ესევითარნი ყოველსა ენათა შინა იქნებიან ანუ მეზობლობისა მიერ, ანუ შემოღებისა მიერ, რამეთუ სპარსულად ეწოდების მადარ დედასა, ხოლო ფრანგულად მათერ, ვინა ორნივე ერთ; ლათინთა ენითა სუდარი – მკვდრისა სახვეველსა, ეგრეთვე ქართულად; ანუ ქარტა, ანუ სანდალი ლათინთ და ქართულთა საზიარო არს. ეგრეთვე ყოველთა ენათა შინა მრავალი მოვალს, არამედ ესე მანშური არა თუ საღ´თოთა წერილთა შინა ძეს, არამედ გარეშეთა Cb. წიგნი(ა) დასამტკიცებელი CqDE.