* - <
[ {
Ֆ
მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ მჳ მჴ
მჟა მჟღ

მჟავე

L. აგრო B.
Turk. თურში ZAaBCDE.
Arm. თუთუ B, თთუ CabE.
ესე არს, რომელი თვით ბუნებით მჟავე იყოს, ხოლო პირველ არამჟავე რაჲცა მომჟავდეს, ეწოდება წმახე; და ღვინოსა კაცთაგან დამჟავებულსა. ანუ თვით დამჟავდეს, ეწოდება ძმარი, ხოლო მჟავისა გარდარეულებასა ეწოდების მყვირტლე; რომელსა მჟავისა და ტკბილისა საშუალი გემო ჰქონდეს, ეწოდება მხე (მხე ეწოდება A) ZA.

მჟავე არს, რომელი თვით ბუნებით მჟავე იყოს; ხოლო პირველ არამჟავე თუ მომჟავდა, ეწოდება წმახე; ღვინოსა კაცთაგან დამჟავებულსა და მისთანათა ეწოდება ძმარი; ხოლო მჟავისა გარდარეულებასა ეწოდების მყვირტლე; რომელსა მჟავისა და ტკბილისა საშუალო გემო ჰქონდეს, ეწოდების მხე B. ესე მჟავე განიყოფებიან ხუთად: წმახად, მხედ, მჟავედ, ძმრად (ძრმად CaqD) და მყვირტლედ. წმახი არს, რომელი პირველ მჟავე არ(ა) იყოს და მომჟავდეს მცირედრე; მხე არს მჟავეცა და ტკბილი გემო ორივე აქვნდეს, არა რომელი სჭარბობდეს; მჟავე არს თვით ბუნებით მჟავე იყოს და არა სხვათა მიერ მოქმედებული2; ძმარი არს ღვინოთაგან ანუ სხვათა ნივთთაგან კაცთა მიერ დამჟავებულ იყოს მეტად, არამედ მყვირტლე არს გარდარეულება სიმჟავისა CD. ესე მჟავე განიყოფებიან ხუთად: წმახად, მხედ, მჟავედ, ძრმად და მყვირტლედ. წმახი არს, რომელი პირველ არამჟავე იყოს და მომჟავდეს მცირედ: მხე არს მჟავე და ტკბილი გემო აქუნდეს, არა რომელი სჭარბობდეს; ხოლო მჟავე არს თვით არსებით მჟავე იყოს და არა სხვათა მიერ მოქმედებული; ძმარი არს ღვინო ანუ თაფლი ანუ სხვანი რამე ნივთნი კაცთა მიერ დიადად დამჟავებული, არამედ მყვირტლე არს გარდარეულება სიმჟავისა E.

 
2 აქედან D ხელნაწერს აკლია ფურცელი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9