* - <
[ {
Ֆ
ნა ნდ ნე ნვ ნთ ნი ნო ნუ ნქ ნჩ ნჯ ნჳ
ნა ნაა ნაბ ნაგ ნად ნაე ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნაო ნაპ ნაჟ ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაშ ნაჩ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ ნაჯ ნაჴ

ნავი

L. ნავი B.
Turk. ქულას ZAaBCab.
Arm. ნავი BC.
(14, 24 მათე) ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა ნავთა. ხოლო მცირესა ნავსა ეწოდების ნუშა და მისსა უდიდეს(ს)ა ვარცლი, კოპანო, კარაპა, კარჭაპა, ჴუმალდი, კარაფითა, ოჩხომელი, ოლეჭკანდერი (+ და Z) კატარღა. ერთი მეორის უდიდეს–უდიდესნი არიან, ხოლო ხომალდი და დრომონი უდიდეს ყო(ვ)ელთა (+ და A) სტოლი საომარ(ნ)ი ნავ(ნ)ი. მათთა ადგილთა გარჩევით ჰპოოთ ZA.

ნავი ზოგადი სახელი არს ყოველთა ნავთა, ხოლო ნავთა სახელნიცა განიყოფიან: ვითარცა ნავნი უმცირესა ეწოდება ნუშა და მისა უდიდესა ვარცლი, კოპანო, კარაპა, კარჭაპა, ჴუმალდი, კარაპითა, ონჩხომელი, ოლეჭკანდერი კატარღა. უდიდეს–უდიდესი ნავნი არიან: ხომალდი, დრომონი, უდიდეს ყოველთა, და სტოლი – საომარი. მათთა ადგილთა ჰპოო B. ნავიცა მრავალრიგი არს: ნუშა, კოპანო, კარაპა, კარაპითა, სანდალი, ორჩხომელი (ონჩხომელი CqD), ოლეჭკანდერი, რომელ არს მომცრო კატარღა, და ზარბუნა. ესე ნავნი ნუშა მცირეა, ერთი ოდენ კაცი შთაიტევა (შთაიტევის CqD), ხოლო სხვათში რომელშიმე ათი და სხვაში ოცი და ორმ(ე)ოცი და ასი და მეტიცა, ხოლო დრომონი არს, რომელსა შინა (რომელში D) შთაიტევის ხუთასი კაცი საგზლიან(ად) და ტვირთიან(ად), არამედ ხომალდი უდიდეს ყო(ვ)ელთა ნავთა არს. (+ ხოლო ვიეთნი ჴუმალდს მომცროსა(ც) უჴმობენ C) CD. ნავიცა მრავალრიგი არს: ნუში, კოპანო, კარაპა, კარაპითა, სანდალი, ონჩხომელი, ოლეჭკანდერი, რომელ არს მომცრო კატარღა, და კატარღა–ზარბუნა. ესე ნავნი ნუში მცირე არს, ერთი ოდენ კაცი შთაიტევის, ხოლო სხვაში რომელშიმე ათი და ოცი და რომელშიმე ორმოცი და ასი და მეტი, ხოლო დრომონი არს, რომელში შთაიტევის ხუთასი კაცი ნუზლიან და ტვირთიან, ხოლო ხომალდი უდიდეს ყოველთა ნავთა არს E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9