სხვათა ენიდამ შემოღებულა, რომელსა ქართულად
ნატიფი ეწოდების, რომელ არს ჩვილად და კეთილად ნამზადი და ნაქმარი, რაჲცა იყოს, ხოლო პურებთაგან კვერცხითა, სძითა, ერბოთი და ნივთებითა მრავალსახენი არიან:
კოლლვირდი, ხაოანი, ღალანოს, მანდარი, ლელენგო, ფოფხი, პლაკუნტი, კუპატი, ქადა, ხაჭაპური, მის–მის ადგილს დაგვიწერია Z.
ესე არს კვერცხითა, სძითა, ერბოთა ნამზადი პური, ხოლო ნაგუდალი ანაცრისა და ნაწმენდისაგან შექმნილა; ხოლო ესე ერბოთი და კვერცხითა და სძითა ნამზადი პურნიცა მრავალსახენი არიან: კოლლვირდი, ხაოანი, ღალანოს, მანდარი, ლელენგო, ფოფხი, პლაკუნტი, კუპატი, ქადა, ხაჭაპური, მის–მის ალაგს წერილ არს (+ [ნაზუქი სპარსულია, სუფთასა თუ სათუთსა თუ ნაზს ამგვარს ქვიან და იმ მიზეზით ამგვარს პურსაც ეტყვიან; ნაზიც სპარსულია] Aa) A. ნაზუქი ეწოდების კვერცხითა, სძითა, ერბოთა ნამზადსა პურთა; ხოლო ნაგუდალი – ანაცრისა და ნაწმედისაგან შექმნილსა B1. ნაზუქ(ი) ეწოდებიან (უწოდიან D) კვერცხითა და სძით(ა) გამომცხვართა (გამამცხვართა D) პურთა, გინა ზეთითა (+ და ერბოთი Cab), ხოლო ნაგუდალ(ი) ანაცრისა ანუ ნაწმედისაგან შექმნილსა CD. განუმარტავია E.