* - <
[ {
Ֆ
ნა ნდ ნე ნვ ნთ ნი ნო ნუ ნქ ნჩ ნჯ ნჳ
ნებ ნეგ ნედ ნევ ნეზ ნეკ ნელ ნემ ნერ ნეს ნეტ ნეფ ნეშ ნეც ნეჭ ნეხ

ნება

  1. Turk. რიზა ZAaBCbqD, ზირა Ca, რაზი E.
    Arm. კამქ BCbqDE, კამთ Ca.
    (+ 22, 21 გამოსლ. ZAa) (+ არს ნება AB) აღრჩევა ერთისა რასამე მრავალთა მათგან მოგონებათა კეთილ(თა) (კეთილისა B), გინა ბოროტისა. ნება(ნი) სამად განიყოფებიან (განიყოფვიან AB): ერთი იგი ჴორციელებრივი, რომელი–იგი ნაყრო(ვ)ანებისა (+ და B) განსვენებისა და გემოთმოყვარებისა, (+ ხოლო მეორე ZA) საშუალ არს ერთისა მის უმაღლეს(ი), ხოლო მეორისა ვერ სრულიად და წმიდად მისაწდომელ, ხოლო მესამისა სულიერად, რომელსა შორის სისრულე იხილვების სრულიად საღ,თოსა მოქალაქობისა ZAB.

    ნებსითი არს არცა იძულებით, არცა უმეცრებით ქმნილი, ვინაცა ნებსითი ვიდრემე არს, რომლისა დასაბამი, ესე იგი არს მიზეზი, თავსა შორის თვისსა მოაქვნდეს მეცნიერსა სათითოეულოსა, რომელთა მიერ და ძალთა შინა იყოს საქმე. (+ ნება არს აღრჩევა ერთისა რასამე მრავალთა მათგან მოგონებათა კეთილისა გინა ბოროტისა Cab). არიან რამე საშუალ ნებსითისა და უნებლიეთისა, ვითარ–იგი ნავისა დანთქმულებისათვის გარდავაბნევთ ჭურჭელთა ნავისათა. წადიერება, წინააღრჩევა და ჯერ–ჩინება ნებათაგანი არიან. უნებლიეთისათვის უნში იძიე C. ნებსითი არს არცა იძულებით, არცა უმეცრებით ქმნული. გინაცა ნებსითი ვიდრემე არს, რომლისა დასაბამი, ესე იგი არს მიზეზი, თავსა შორის თვისისა მოაქვნდეს მეცნიერსა სათითოეულოთასა, რომელთა მიერ და ძალთა შინა იყოს საქმე. ხოლო უნებლიეთი არს, რომელსა დასაბამი გარეთ ვინამე იყოს, არა ჯერ–ჩინებისა თანა შერთვისა იძულებისა მიერ აღძვრისა მიერ თვისისა. დასაბამად ვიტყვი შექმნასა მიზეზისასა, ხოლო უმეცრებითი უნებელი არს, ხოლო არა თვით მოვიტყვათ მიზეზი უმეცრებისა, არამედ ეგრეთ ვითამე შეემთხვიოს, მთვრალმან ვინმე მკვლელობა ქმნა(ს), უმეცრებით უკუჱ მოკლა, გარნა არა უნებლიეთ, რამეთუ მიზეზი უმეცრებისა, რომელ არს მთვრალობა თვით ქმნა, ანუ ჩვეულებითსა (ჩვეულობისა D) ადგილსა საგნისა მცემელმან მოკლა(ს) მამა თანაწარმავალი უმეცრების მოქმედად ითქმის, არიან (ან D) რამე საშუალო ნებსითისა და უნებლიეთისა, ვითარ–იგი ნავისა დანთქმულებისათვის გარდავაბნევთ ჭურჭელსა (ჭურჭელთა D) ნავისათა წადიერება წინა–აღრჩევა, ჯერ–ჩინება ნებათაგანი არს (+ ნება არსებისა, გონიერისა, სიტყვიერისა. გულის სათქმელისა მიმართ სურვილი E) DE.

  2. "სეფედავლა ნებასა მოიარაო"1 CDE. ვეფხის–ტყ.: "აჰა მიდით(ო) ნებასა"2CD.
     
    1 შდრ. ამირან–დარეჯანიანი, ს. ყუბანეიშვილის გამოც. (ლიტ. ქრესტ.), გვ. 77, 19.

    2 შდრ. ვეფხის–ტყაოსანი, სტროფი 99, 4.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9