* - <
[ {
Ֆ
პ´ პა პე პვ პი პლ პო პრ პტ პუ პყ პჰ პჳ
პიდ პივ პით პიკ პილ პიმ პინ პიპ პირ პიტ პიჭ

პირველი

(+ 23, 16 გამოსლ. ZAa) უწინდელი, გინა უძველესი, გინა დასაბამი ZA.

პირველი არს უწინდელი, გინა უძველესი, გინა დასაბამი B. უპირველესისა განყოფილებანი ოთხთა და(ჰ)ნიშნავს: უსაკუთრესი უკვე არს ჟამით(ი) უპირველესი, კვალად ითქმის საკუთარად სულიერთათვის უხუცესობა და უსულოთათვის უძველესობა. მეორედ ბუნებით უპირველესი, ვითარ–იგი ცხო(ვ)ელი უპირველეს(ი) არს კაცისასა, რამეთუ არღარა იყოს ცხო(ვ)ელი, არცაღა იყოს კაცი, რამეთუ ცხო(ვ)ელი არს კაცი, ხოლო უკეთუ არა იყოს კაცი, იყოს ცხო(ვ)ელი, რამეთუ ცხენიცა და ძაღლი ცხო(ვ)ელნი არიან. მესამე(დ) წესი, ვითარ–იგი ვიტყვი(თ) პირველად ან, ბან, მერმე – მარცვალსა, და მერმე – რიცხვთა. (+ მეოთხედ პატივით(ა), ვითარ ეპისკოპოზი, მერმე ხუცესი CE), გარნა მხილებულ ჰყოფენ ვიეთნიმე სახესა ამას, რამეთუ ეგების რა პირველი წესითა უკანასკნელ პატივითა. ხოლო უკანასკნელი არა სახელ–მოდგამით(ა), არამედ ერთისა (მიერითგანისა C) მიერთაგანისა CDE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9