* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

საბრჴე

Arm. ოროჭათი Cb, ორჭათ Ca, ოროკათი CqD, ოროქათი E.
(+ 90, 2 ფსალმ. ZA) მახე,სთან ნახე ZAB.

მახე–ჴუნდი. მახე ზოგადი სახელი არს ყოველთა მახეთა. ხოლო მახენიცა განიყოფებიან ესრეთ: რამეთუ ს ა ბ რ ჴ ე არს მახე–ჴუნდი, რომელ შემზადებენ რკინათა მიერ ანუ ხეთა მიერ და დაჰფლვენ მარჯვეთა ადგილთა ირემთა, (+ და Cq) დათვთა და დიდთა ნადირთათვის; ი ს ხ ე რ ტ ი არს მახე შემზადებული ხეთაგან მჴეცთათვის თავს–დასაცემელი; ი რ ე ჭ ი არს მახე ხითა და თოკით(ა) შემზადებული ფერჴთ(ა) შესაპყრობელი, (შემპყრობელი D), რათა მაღლა შეჰკიდოს ნადირი; ს ა ი ფ ე ჴ ი ო არს მახე თოკ(ი)თა და ხითვე შემზადებული დაბლა შემპყრობელი ფერჴ(ი)თა მელ(ა)თა და ეგევითართა; ი ლ ი ნ ჭ ა (+ არს მახე მსგავსი გალიისა; ა კ ა ნ ა თ ი Cb) არს მახე ძუითა და ხით(ა) შემზადებული სირთა და ჩიტთა(თვის); პ ო ტ ი კ ო არს მახე კაკაბთა და ჴოჴობთანი; გ ა წ ა რ ი არს მახე გრძ(ე)ლად დარწყმული მწყერთა და მისთანათათვის; ფ ა ც ე რ კ ო დ ი არს მახე გრკლითა და მშვილდით(ა) შემზადებული ტრედთა, ქედანთა და მისთანათათვის; გ უ ლ ყ ო არს მახე ხაშარზე მკედით შემზადებული ქორის(ა)თვის (ქორის D) ყელს გარდასაცმელად; დ ა ს ა კ ა ვ ი არს (+ მახე C) ბაწრით მორთული (მოურთვენ D) ქორთა და მისთანათა, რა (რათა Caq) ნანადირევი გააშვებინონ, (+ მუნვე დაუგონ Cb) და მით შეიპყრობენ; ს ა რ ე გ ვ ა ვ ი არს სხვადასხვა რიგი მახე, რომელიმე დიდი(ს) ქვითა მჴეცთათვის თავს დასაცემ(ელ)ი, რომელ(ნ)იმე მცირენი თაგვთა და მისთანათათვის (+ და C) სხვანი მახენიცა CD1. მახე–ჴუნდი E.

 
1ასეთი ვრცელი განმარტება მოიპოვება ZAB–შიც "მახესთან".
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9