* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

სამხარი

(+ 43, 16 დაბად. ZAa) ჭამადთა ჟამთა სახელი არს. ვინათგან ორთა ჯერთა ჭამენ, შუადღე ჭამადი არს ს ა მ ხ ა რ ი, ხოლო მიმწუხრი ჭამადი – ს ე რ ო ბ ა; უკეთუ სამხარი არა შუადღე მიიღო და უადრესად ჭამა, მესამე ანუ მეორე ჟამსა, უწოდენ ს ა დ ი ლ ს ა და არა სამხარსა; დილაზე მცირესა საჭმელსა ეწოდების ს ა უ ზ მ ე და სამხრისა შემდგომად ჭამადსა– ზ ა რ მ ე ლ ი და უკეთუ სერობისა შემდგომად ჭამადი მიიღო, ს ე რ ი ს–კ უ დ ი ეწოდება ZA.

სამხარი ჭამადთა ჟამთა სახელი არს; ვინადგან ორთა ჯერთა ჭამენ კაცნი; შუადღე ჭამადი უკვე არს ს ა მ ხ ა რ ი, ხოლო მიმწუხრი ჭამადი– ს ე რ ო ბ ა; უკეთუ სამხარი არა შუადღე მიიღო და ჭამა უადრეს, მესამე ჟამ ანუ მეორე, უწოდენ ს ა დ ი ლ ს ა და არა სამხარსა. არიან კაცნი მუცელთ–მაძოვნებელნი, რომელნი ჭამენ ოთხ–ხუთთა ჯერთა. არს პირველი ჭამადი განთიად – ს ა უ ზ მ ა რ ი; მეორე ჭამადი– ს ა დ ი ლ ი ანუ ს ა მ ხ ა რ ი; მესამე სამხრის შემდგომად – ზ ა რ მ ე ლ ი; ხოლო მეოთხე – ს ე რ ი და მეხუთე შემდგომად სერობისა– ს ე რ ი ს–კ უ დ ი B. სამხარი ჭამა(დ)თა ჟამთა (ჟამსა D) ცხად–ჰყოფს, რამეთუ ვინათგან ორთა ჯერთა ჭამნ კაც(ნ)ი; შუადღე ჭამადი არს უკვე ს ა მ ხ ა რ ი, ხოლო მიმწუხრი ჭამადი – ს ე რ ო ბ ა; უკეთუ სამხარი არა შუადღე მიიღო და ჭამა უადრეს(ად), მეორე ჟამ ანუ მესამესა ჟამსა, უწოდენ ს ა დ ი ლ ს ა და არა სამხარსა. არიან კაცნი პირუტყვებრივნი, რომელნი ჭამენ ოთხ–ხუთ გზის. არს პირველი ჭამადი განთიად – ს ა უ ზ მ ა რ ი; მეორე ჭამადი – ს ა დ ი ლ ი ანუ ს ა მ ხ ა რ ი; მესამედ, სამხრისა შემდგომად ჭამა(დი)– ზ ა რ მ ე ლ ი, ხოლო მიმწუხრი ჭამა(დი)– ს ე რ ი და მეხუთესა ჭამა(დ)სა, შემდგომად სერობისა, ს ე რ ი ს–კ უ დ ს ა უჴმობენ CD. [სამხარი]ჭამადთა ჟამსა ცხად ჰყოფს, რამეთუ ვინადგა(ნ) ორთა ჯერთა ჭამ[ე]ნ კაცნი, შუადღე ჭა[მადი] არს უკუჱ ს ა მ ხ ა რ ი, ხოლო ს ე რ ო ბ ა –მიმწუხრი. და უკეთუ სამხარი არა შუადღისას იჴმია და ჭამა უადრეს, ორ ჟამ ანუ სამ ჟამ, უწოდენ ს ა დ ი ლ ა დ და არა ს ა მ ხ რ ა დ. არიან კაცნი პირუტყვებრივნი, რომელნი ჭამენ ოთხ და ხუთ გზის. არს პირველი ჭამა განთიად – ს ა უ ზ მ ა რ ი, მეორე ჭამა – სადილი ანუ ს ა მ ხ ა რ ი, მესამე სამხრის შემდგომად – ზ ა რ მ ე ლ ი, ხოლო მიმწუხრი – ს ე რ ი, და მეხუთე ჭამა სერსა შემდგომად, რომელსა ს ე რ ი ს–კ უ დ ა დ უჴმობენ E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9