(2, 9 ქება) სახლთ სასინათლო გარდასაჭვრეტი ZA.
(2, 9 ქება) სახლთა სასინათლო ანუ გარდასაჭვრეტელი B. ს ა რ კ მ ე ლ ი ეწოდების, სადა სახლიდამ გარდასაჭვრეტი აქვნდეს, გინა სინათლეთა შემოსავალი (+ კეთილად ნაშენები კაცთა მიერ Caq); ხოლო ბ ა გ ა ეწოდების სარკმელსა არაგასაჭვირობსა, არცა სასინათლოსა, არამედ მოდაბლოდ კედელთა შინა შესადებელსა ანუ შესადგმელად რისათვისმე ქმნილისა; ხოლო ს ა ფ ა ნ ვ ა ლ ი არს კაცთა სიმაღლედ მცირედ რამე ჴელის სიფართედ სახლად (სახლთა Cq) მოვლებულსა (მოვლებულთა Cq), რომელსა სპარსნი რ ა ფ(ა)ს ა უწოდენ; ხოლო ე ლ ე ვ ე ნ ი არს საფანვალს(ა) ზედათ სარკმელნი კამარ–კამარად შეკრული გა(ნ)წყობილად; ა რ მ ა რ ი არს სარკმელი კარებიანი, რომელსა ვიეთნი გ ა ნ ჯ ი ნ ა დ სახელ–სდებენ; ხოლო ა რ მ ა ნ ა უკეთეს(ი) მის(ს)ა მოქმედებული და მცირე; [+ პ ა ტ უ ნ ა ქ ი (პ ა ტ უ ა ნ ქ ი Cq) არს სხვა რიგი არმარი Caq]. ხოლო თ ა რ ო ა რ ს მოდაბლოდ სახლთა შინა (+ ნაგები Cb) სიგრძედ დასაწყობელი ჭურჭელთანი; არამედ ხის თაროთა (თაროსა Cq) ი კ ო რ თ ა ეწოდება (ეწოდების Cbq), ეგრეთვე (და Cq) საგებელთა დასაწყობთა (დასაწყობსა Cq) წ ა ლ ო ეწოდებიან C. განუმარტავია DE.