(+ სასრევიცა B) განიყოფებიან შვიდად: ს ა ს რ ე ვ ი არს ქვა(ჲ) ჴრმალთა, მანგალთა და ცელთა აღმლეს(ვ)ელი; ხ ო ლ ა ზ ნ ა არს (+ ქვა Z) სამართებელთა და შაშართა აღმლეს(ვ)ელი; მ ა ქ უ რ ი არს (+ ქვა Z) დანათა და მისთანათა(სა) აღმლეს(ვ)ელი; ხ ა რ ტ ი არს (+ ქვა Z) ცულთა, წალდთა და პირ–ბლაგვთა აღმხარტველი; ა ფ უ ა რ ი არს (+ ქვა Z) სასრევი მგრგვალი და მბრუნავი; ლ ა ნ გ ი არს (+ ქვა Z) სასრევთა (სასრევი B) უკეთესი და (+ ყოველთა B) აღლესულთა პირის მომ(ა)წყობელი (მომწყობი B); მ ა ს ა თ ი არს ბასრისაგან, მსგავსი მაქურისა ( ~ მაქურის მსგავსი AB) ZAB.
ხოლო სასრევი განიყოფების შვიდად (ექვსად D): სასრევად, ხარტად, (+ აფუარად D) ხოლაზნად, მაქურად, ლანგად და მასათად: ს ა ს რ ე ვ ი არს ქვაჲ, რომელი ჴრმალსა, მანგალსა და ცელსა აღლესავს; ხ ა რ ტ ი არს, რომელი ცულსა, წალდსა და რანიც(ა) პირ–ბლაგვნი არიან, აღხარტავს და აღლესავს, ქვაჲ (+ გინა CaqD) შოთი იყოს, გინა მგრგვალი; (+ ა ფ უ ა რ ი არს სასრევი მგრგვალი და ბრუნვით C) მ(ა)ქცეველი; ხოლაზნა არს ქვაჲ სამართებელთა და შაშართა აღმლესველი; მ ა ქ უ რ ი არს დანაკთა და მისთანათა აღმლესველი ქვა(ჲ); ლ ა ნ გ ი არს ქვათა უკეთესი და აღლესულისა პირის მომწყობი და კეთილად აღმლესველი და გამ(ა)მახვილებელი; მ ა ს ა თ ი მას უწოდიან, რომელსა იქონებენ მზარაულნი (მზარეულნი D) ბასრისაგან შექმნილსა მსგავსად მაქურისა CD. ხოლო სასრევი განიყოფების ექვსად: სასრევად, ხარტად, ხოლაზნად, მაქურად, ლანგად და მასათად: ს ა ს რ ე ვ ი არს ქვა, რომელი ჴრმალსა, მანგალსა და ცელსა ლესულ ჰყოფს; ხ ა რ ტ ი არს, რომელი მრგვალ არს და ქცევითა ცულთა და წალდთა ლესულ ჰყოფენ; ხ ო ლ ა ზ ნ ა არს სამართებელთა და შაშართა და ეგევითართა მახვილმყოფელი; მ ა ქ უ რ ი არს დანათა და მისთანათა ქვა; ლ ა ნ გ ი არს ქვა უკეთესი და პირთა შემწყობი მახვილებთა; ხოლო მ ა ს ა თ ს ა მას სახელ–სდებენ, რომელ ბასრთაგან იქმან მგზავს მაქურისა E.