* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

საშუალო

Arm. მიჯაკ ZAa.
(+ საშუალო B) ეწოდების ყო(ვ)ელთა შუაობით მყოფთა, რომელი ორთავე საქმეთა შორის იყოს და არც(ა) ერთი მოკლებულ იყოს, ვითარცა ს ო ფ ე ლ ი ესე საშუალ სასუფევ(ე)ლისა და ჯოჯოხეთისა, ვითარცა ს ა ქ მ ე საშუალ მადლისა და ცოდვისა, ვითარცა ს ა დ ა გ ი საშუალ ადვილისა და ძნელისა (ძნელისა და ადვილისა B), ვითარცა სათნოება საშუალ უსამართლოდ მოგებისა და უწესოდ წარგებისა, ვითარცა ს ა ყ ო ფ ი (+ საშუალ ZB) ნამეტნაობისა და ნაკლებობისა, ვითარცა მ დ ო ვ რ ე საშუალ სიჩქარისა და სიწყნარისა, ვითარცა მ ი ღ მ ა საშუალ შორისა და ახლოსა, ვითარცა ო რ ტ ა ბ ა ხ ი საშუალ მჴურვალისა და გრილისა (გრილისა და მჴურვალისა B), ვითარცა ფ ა ნ დ ა ლ ი საშუალ მძიმისა და სუბუქისა, ვითარცა ფ ა რ ს ა გ ი საშუალ კეთილისა და (ჰ)ავისა, ვითარცა ხ ო შ ო რ ი საშუალ სხვილისა და წვრილისა, ვითარცა შ ა ნ ა რ ი საშუალ დენთისა და დუნისა, ვითარცა შ ა ნ დ ა კ ი საშუალ ვრცელისა და იწროსა, ვითარცა ს ი მ ჭ ი დ რ ო ე საშუალ გასაძლისისა და გაუძლებელობისა (გასაძლებელისა და გაუძლებელისა B) ვითარცა შ ე ხ მ უ ხ ი საშუალ ჭკვიანისა და უჭკო(ჲ)სა (ბრძნისა და ხელისა B), ვითარცა ფ ე რ ო ჲ საშუალ თეთრისა და შავისა, ვითარცა ჟ ი ვ ჟ ა ვ ი საშუალ თვალ–შავისა (შავისა B) და მაჩხისა, ვითარცა ჯ ი ნ ჯ ი ხ ი საშუალ თბილისა და ცხელისა, ვითარცა ძ უ ნ ძ უ ლ ი საშუალ სირბილისა (რბოლისა B) და სლვისა; ვითარცა ხ რ ტ ი ლ ი საშუალ ძვლისა და ჴორცისა; ვითარცა თ ი რ ი საშუალ ქვისა და მიწისა და ესევითარნი ZAB.

საშუალო ეწოდების ყოველსა შუაობით მყოფსა, რომელი ორთავე საქმესა აღასრულებდეს და არცა ერთისაგან მოკლებულ იყოს, ვითარცა ს ო ფ ე ლ ი ესე საშუალ სასუფევ(ე)ლისა და ჯოჯოხეთისა, ვითარცა ჰ ა ე რ ი საშუალ ქვეყანისა და ეთერისა, ვითარცა მ ი ღ მ ა საშუალ შორის(ა) და ახლოსი, ვითარცა ო რ ტ ა ბ ა ხ ი საშუალ გრილისა და მჴურვალისა, ვითარცა ს ა დ ა გ ი საშუალ ძნელისა და ადვილისა, ვითარცა ფ ა ნ დ ა ლ ი საშუალ მძიმისა და სუბუქისა, ვითარცა ს ა თ ნ ო ე ბ ა საშუალ ნამეტნაობისა და ნაკლებობისა, კვალად საშუალ უსამართლოდ მოგებისა და უწესოდ წარგებისა, ვითარცა მ დ ო რ ე საშუალ სიჩქარისა და სიწყნარისა, ვითარცა ხ ო შ ო რ ი საშუალ სხვილისა და წვრილისა, (+ ვითარცა პ ე რ ი ს ა ტ ი ო საშუალ ერთისა და მრავლისა Ca), ვითარცა შ ა ნ ა რ ი საშუალ ცხარისა და დუნისა, ვითარცა ფ ა რ ს ა გ ი საშუალ კეთილისა და ავისა, ვითარცა შ ა ნ დ ა კ ი საშუალ ვრცელისა და იწროსი, ვითარცა შ ე ხ მ უ ხ ი საშუალ ჭკვიანისა და ხელისა, ვითარცა ფ ე რ ო ჲ საშუალ შავისა და თეთრისა, ვითარცა გ რ ე მ ა საშუალ ფერკეთილისა და უფერულისა, ვითარცა ჟ ი ვ ჟ ა ვ ი საშუალ თვალ–შავისა და მარჩხისა, ვითარცა ჯ ი ნ ჯ ი ხ ი საშუალ თბილისა და ცივისა (ცხელისა Cb), ვითარცა ძ უ ნ ძ უ ლ ი საშუალ სრბოლისა და სლვისა, ვითარცა ხ რ ტ ი ლ ი საშუალ ძვლისა და რბილისა, ვითარცა თ ი რ ი საშუალ კლდისა და მიწისა და ეგევითარნი Cab. განუმარტავია Cq.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9