* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

საჭირო

Turk. ზარურ ZAaBC.
საჭიროსა ორგვარად იტყვიან, რამეთუ: საჭიროდ უწოდენ საჴმარსა, ესე იგი არს შესაწევნელად (+ რაჲსა მიმართ B), ვითარ–იგი შესხმა–ჩაცმა, რამეთუ შეეწევის არა განხრწნისათვის სხეულთა(სა); (+ და ესრეთ გებად უმრავლეს ჟამიერად, საჭიროდ ითქმის თანა დართვით B) მეორედ საჭიროდ ითქმის (ითქმის უკვე საჭიროდ B) წინა–უკმო განწვალებულიცა საგებელისაჲ, რომლისა თვინიერ ყოფაჲ შეუძლებელ არს; ვითარ საჭირო არს მქონებელთა სამშვინველისათა აღმოფშვინვაჲ უეჭველად, რათა ცოცხალ იყოს (იყვნენ B); (+ ნანდვილ ZA) საჭირო ვიდრემე უკვე არს მარადის იგივეობისა მქონებელი და საჭიროობით მყოფი; ხოლო საგები, რომლისა (რომელსა B) ძალითად ჰქონდის მყოფობაჲ ორთა წინააღმდგომთა, ვითარ–იგი აღმოკითხვისა და არააღმოკითხვისაჲ, არა რომლისა უკვე ყოფათა (ყოფითა B), არამედ ძალსა შინა, ხოლო მყოფად სახილველობითა; ხოლო გამყოფებული არს მოქმედებად მოყვანებული მდგომი საგები, რამეთუ ყოველი(ვე), რაჲცა არს საჭირო, ანუ საგებ, ანუ გამყოფებულ, იგი ნანდვილიცა არს1 ZAB.

ხოლო სათანადო არს ცნობად, ვითარმედ ფილასოფოსნი საჭიროსა ორგვარად იტყვიან: რამეთუ საჭიროდ უწოდენ ანუ საჴმარსა, ანუ წინა–უკმო განწვალებულსა საგებისასა; საჴმრად ვიდრემე იტყვიან შესაწევნელად (შესაწევნელსა CqD) რაჲსა(მე) მიმართ, ვითარ–იგი შესხმასა, ჩაცმასა, რამეთუ შეეწევის უდარესისა მიმართ არგანხრწნისათვის სხეულთა და ესრეთ გებად უმრავლეს ჟამიერად; ითქმის უკვე საჭიროდ, ვითარ ვთქუ, წინა–უკმო განწვალებულიცა საგებელისაჲ (საგებისაჲ D), რომლისა თვინიერ ყოფაჲ შეუძლებელ არს, ვითარ საჭირო არს მქონებელთა სამშვინ(ვ)ელისათა აღმოფშვინვაჲ უეჭველად, რათა ცოცხალ იყვნენ; ვინაცა საჭიროდ ითქმის წიგნი ესე CD2.

 
1ნაწილობრივ გამოკრებილია ამონიოსის წიგნიდან: "მოსაჴსენებელი ხუთთა ჴმათადმი" (A-250, 67 r-v).

2აღებულია ამონიოსის წიგნიდან: "მოსაჴსენებელი ხუთთა ჴმათადმი" (A-250, 67 r-v).

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9