* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

სახლი

L. კაზა B.
Turk. ევ ZAaBCD, ევი E.
Arm. ტუნ ZBCDE.
(12, 3 იოანე) სახლი ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა სახლთა, არამედ ყო(ვ)ელთა სხვადასხვა რიგთა სხვადასხვა სახელი სძეს ZA.

სახლი ზოგადი სახელი არს ყოველთა, არამედ ყოველთა სხვადასხვა რიგთა სხვადასხვა სახელი სძეს. სახელი არს საფუძველი, მაყენებელი წვიმათა და სიცხეთაჲ ქვათაგან და ძელთა B: სახლი ზოგადი სახელი არს ყოველთა სახლთა, ხოლო ესრეთ განიყოფებიან სახლნი, რამეთუ: ს ა ხ ლ ა კ ი ეწოდების მცირესა რასმე სახლთაგანსა; ხოლო ს ა წ ო ლ ი – სახლს განსასვენებელსა საძილად, გინა ცხედარსა; კ ა ს რ ი არს მომცრო სახლი სამეფო თავის–წინ საჯდომელი, ხოლო კ ა ს რ ა კ ი – უმცირეს მისსა; დ ა რ ბ ა ზ ი არს სახლი დიდი სამეფო სამყოფი; პ ა ლ ა ტ ი არს სახლი დიდი და ვრცელი სანადიმოდ და შესაკრებელად; ტ ა ძ ა რ ი ეწოდების სახლთა ღ~თისათა სალოცველთა, კვალად სახლებთა მეფეთათა; ს ე ფ ე ითქმის დიდებულად (დიდებულისად Cb); კ ე ი ტ ო ნ ი არს სახლი (+ სადა დედანი შვილთა შობენ, გინა სახლი სალხინო; ს ი კ რ ი ტ ო ნ ი არს სახლი Cbq) თვისგან საჯდომი არა ერთა მრავალთა; (+ ს ა გ ა მ ზ რ ა ხ ი ო არს სახლი სალაპარაკო Cb); გ ო მ უ რ ი არს სახლი გლეხური ერდოიანი; (+ ჯ ი ხ უ რ ი არს სახლი მოდიდო და კარმრავალი Cab); დ ე ლ ა ქ ა რ ი არს სახლი დიდი უგვანად აღშენებული; ჩ ო დ ო ლ ო (+ არს Cbq) სახლი გლახაკისა მცირე; დ ე რ ე ფ ა ნ ი არს სახლი სამგნით ფარღია, საზაფხულოდ საჯდომი; დ ე ფ ა ნ ი არს უმცირეს დერეფნისა, რომელსა სპარსნი თ ა ლ ა რ თ ა (თალარს Cb) უჴმობენ; ქ ო რ ი არს სახლი სახლთა ზედა დგმული მაღალი (მაღლა Cbq); ჩ ა რ დ ა ხ ი არს სვეტთა ანუ მაღალთა კედელთა წაკიდებული მსგავსად დერეფნისა; ა ი ვ ა ნ ი არს მცირე დერეფანი და კედლით (კეთილ Cbq) ნაგები; ს ე ნ ა კ ი არს (+ სახლი Cbq) მონაზონთა (მონოზონთა Cb, მონოზანთა Cq) მცირე; კ ე ლ ე ნ ი არს სენაკთა უმცირესი და უცუდესი; ს ა რ თ უ ლ ი ეწოდების ზედა კერძოთა სახლისათა, გინა თავის შესაფარებელსა; ტ ა ლ ა ვ ა რ ი არს (+ მცირედი Caq) საჩრდილობელი რამე ნაგები: ქ ო ხ ი არს თივითა, გინა ბელტითა აღშენებული მცირე რამე ჩაბურვილი (ჩადგმული Cb); ფ ა ც ხ ა არს წნელითა და ჩალით(ა) აღშენებული (აგებული Caq) სახლი (+ ლ ა ჭ ყ ო რ ი – სახლი ლერწმითა გინა წკეპლითა დაწნული Cb); ფ ა ნ ჩ ა ტ უ რ ი არს ფოთლითა და ჩალით აღშენებული მსგავსი დერეფნისა; ნ ა ლ ი ა არს სახლი საღომე; ბ ე ღ ო არს სახლი საძნე; ა რ დ გ მ უ ლ ი არს სახლი კალოს პირს ნაგები, რომელსა სომეხნი კ ა რ ა პ ა ნ ს (კალაპანს Cab) უწოდენ; კ ა რ ა ვ ი ეწოდების სახლთა სამგზავროდ ნარმათა და ლართა მიერ შეკერილთა (შეკერულთა Cb), გინა ქოხთა მალიად აგებულთა; ფ ა ლ ა ნ გ ი არს სახლი ნაბდისა სამგზავრო, რომელსა თურქნი (თურქმანი Cbq) იქონებენ; ხ ა რ გ ა არს კარავი თხის ბალნისა; (+ ს ა გ ა ნ გ ი ო არს სახაბაზო, სამზარეულო და მისთანანი Cb); ს ა ჯ ი ნ ი ბ ო არს სახლი ცხენთა და ჯორთა; ბ ო ს ე ლ ი არს სახლი ზროხათა და კამბეშთა; ფ ა რ ე ხ ი არს სახლი ცხოვართა და თხათა; ი შ ე ლ ი არს სახლი ღორთა; ს ტ ო ვ ა არს ქვით კამრებითა შეკრული და გარ(ე)შემო ფარღია; პ ა რ ე ხ ი არს მცირედი რამე კლდეთაგან გამონახეთქი დასავანებ(ე)ლად; ქ ვ ა ბ ი არს გამონაკვეთი კლდეთა მიერ სახლი; (+ ს ა ნ ე შ ტ ე არს სახლი განსავალთა Cb) C. განუმარტავია DE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9