* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სკა სკვ სკი სკმ სკნ სკო სკრ სკუ სკჳ

სკამი

L. სედია B.
Turk. [სნდლ] E.
ბერძულია, რომელიც სკამი შეიკრვის (შეიკვრის Z) და გაიჴსნების, ს ე ლ ი ეწოდების; სხვა კეთილ–ჭრელებულსა დასადგმელსა – ს ა ვ ა რ ძ ე ლ ი; გრძელსა და მრავალთ სასხდომელსა – მ ე რ ჴ ი; მეფეთა და მღ(რ)დელ(თ)–მთავართ საჯდომელსა და ზედ გავალაკიანსა – ს ა ყ დ ა რ ი, ვიეთნი ტ ა ხ ტ ს უწოდენ ZA.

სკამი ბერძულია, რომელიც სკამი შეიკრვის და გაიშლება, ს ე ლ ი ეწოდება ქართულად; სხვა კეთილ–ჭრელებულს სკამსა – ს ა ვ ა რ ძ ე ლ ი და გრძელსა და მრავალთ სასხდომელსა – მ ე რ ჴ ი; მეფეთა და ეპისკოპოსთ ხარისხ–კვარცხლბეკოანსა საჯდომსა, ზედეთ გავალაკიანსა – ს ა ყ დ ა რ ი, ვიეთნი ტ ა ხ ტ ს უწოდენ B. სკამი ბერძენთა ენით(ა) ეწოდების და ქართულადაც საჴ მარ(ი) (+ არს C); ხოლო ქართულად ს ე ლ ი ეწოდების სკამსა რკინისა(სა), გინა ოქროთა (ოქროსა D) და ვეცხლითა (ვეცხლისასა D) (+ შეჭედილსა C), რომელი განიშლების და შეიკვრის (გასაჴსნელსა და შესაკრავსა D) სისუბუქით თან სადევნებელად (სადევნებელსა D); მ ე რ ჴ ი ეწოდების სკამსა გრძელსა (გრძელთა Cq) ხეთასა (ხეთაგან D), გინა კედელთასა (კედელთაგან D) მრავალთა საჯდომ(ე)ლად შემზადებულსა; ს ა ვ ა რ ძ ე ლ ი ეწოდების სკამსა ხეთაგან შემზადებულსა, ერთისა კაცისა დასაჯდომელსა კეთილად ჭრელებულსა, გინა მოპეტალებულსა; ს ა კ ა რ ც ხ უ ლ ი ეწოდების მსგავსად სკამთასა დასაჯდომელსა და მისაყრდნობელსა რასამე მცირესა CD. (უჴმ.) ესე სკამი ბერძულია, ხოლო ქართულად უწოდენ სავარძელსა და სელსა: ს ა ვ ა რ ძ ე ლ ი არს სკამი ხისა მიერ შემზადებული ჭრელებული; ხოლო ს ე ლ ი არს სკამი რკინისა ოქროთა ანუ ვეცხლითა შემზადებული შესამჴობ–გასაჴსნელი E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9