* - <
[ {
Ֆ
ტა ტბ ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტფ ტყ ტჳ
ტია ტიბ ტივ ტიზ ტიკ ტილ ტიმ ტინ ტირ ტის ტიტ ტიფ

ტირილი

L. ფიაჯერე B.
Turk. აღლამაღ ZAaBCDE.
Arm. ლაცვ Z, ლაცნიელ AaBCab, ლაც CqDE.
(15, 2 ესაია) ტირილიცა ესრეთ განიყოფებიან: რამეთუ ცრემლი (ცრემლოა AbB) არს უჴმო ოდენ ცრემლის დენა; ვაება არს ავაჯითა და კეთილის სიტყვითა სატირალს რასმე იტყოდეს და ცრემლეოდეს; გოდება არს ჴმაკეთილობით (+ და ZA) ზრუნ–შეწყობით (ზრუნ–შებანებით B) გული(ს) სატკივართა სიტყვათა მგოსნობა, ხოლო ზრუნი – შებანება მისი; ქვითინი არს მწარეს ტირილზე(დ) გულ–შეწუხებულისაგან უკაფიო(დ) მაღალი დაძახილი, რომელ არს კოკოცება; სლუკ–სლუკი არს გულ–ამოსკვნილისაგან სულდაუღებ(ე)ლად ტირილი; წუწუნი არს გულ–უტკივარი, უცრემლო, უგვანი, უნდომი რეცა ტირილი; ბღვრიალი არს ყრმათა მიერ მაღალი ცუდი ტირილი; ჩუხჩუხი არს ჩუმი და უჴმო მწუხარების ტირილი, ვითარცა ქვაბი ა(ღ)დუღებული გულითა; წუწკუნი არს მცირეს ლეკვისა ტირილი, ხოლო წკმუილი ძაღლის ტირილად ითქმის ZAB.

ტირილი ზოგად(ი) სახელი არს ყოველთა ტირილთა, ხოლო (რამეთუ Ca) ტირილიცა ესრეთ განიყოფებიან: რამეთუ ცრემლოა არს ტირილი უჴმო და გულ–ამოსკვნილი ოდენ ცრემლისა დენა; ვაება არს კეთილის(ა) სიტყვითა სატირალთა რასმე იტყოდეს და ცრემლეოდეს; გოდება არს კეთილ–ჴმიანობით გულის სატკივართა და მწარეთა სიტყვათა, ზრუნიანად და შებანებით ოქმაჲ, ხოლო ზრუნი– შებანება მისი; ქვითინი არს მას მწარეს ტირილზედ გულ–შეწუხებულისაგან მაღალი, უკაფიო დაზახილი (დაძახილი Cb), რომელ არს კოკოცება; სლუკ–სლუკი არს გულ–ამოსკვნილის კაცისაგან სულ–დაუდებლად გულის მოულბობად ტირილი; წუწუნი არს უგვანად და უცრემლოდ გულ–უტკივრად უნდომი ტირილი თვალსაფერისად; ბღვრიალი არს ყრმათა მიერ ჴმა–მაღალი ცუდი ტირილი; ჩუხჩუხი არს ჩუმი და უჴმო მწუხარების ტირილი, ვითარცა ქვაბი ადუღებული გულითა; წუწკუნი მცირეს ლეკვის ტირილად და წკმუილი ძაღლის ტირილად ითქმის Cab. განუმარტავია CqDE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9