* - <
[ {
Ֆ
ტა ტბ ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტფ ტყ ტჳ
ტია ტიბ ტივ ტიზ ტიკ ტილ ტიმ ტინ ტირ ტის ტიტ ტიფ

ტირიფი

Turk. სოგუთ ZAaBCDE.
Arm. ურრნ ZAaB, ურრ Cab, ურ CqDE.
(ხე) ესე ტირიფი ოთხგვარია: ძეწნი არს კაცთა მიერ დანერგული წვრილ–ფურცელი; მდგნალი არს ბრტყელ–ფურცელი, ვიეთნი კატატირიფას უჴმობენ, რომელსა სპარსნი ბედმუშკად სახელსდებენ; წნორი არს თვით მდგარი წყლის(ა) პირთა, ხოლო მარნეული ვენაჴთა შესაყელავი ZA.

(ხე). ტირიფი ოთგვარი არს: ძეწნი, მდგნალი, წნორი და მარნეული. ძეწნი არს კაცთა მიერ დანერგული, წვლილ–ფურცელი; მდგნალი ბრტყელ–ფურცელი, ვიეთნი კატა–ტირიფს უწოდენ, რომელსა სპარსნი ბედმუშკად სახელ–სდებენ; წნორი არს თვით მდგარი წყალთ პირსა, ხოლო მარნეული – ვენაჴთა შესაყელავი B. (ხე). ტირიფი ოთხგვარი არს: ძეწნი, მდგნალი, წნორი და მარნეული: ძეწნი არს ტირიფი კაცთა მიერ დარგული; მდგნალი არს ტირიფი მთისა ბრტყელ–ფურცლოვანი (+ რომელსა სპარსნი ბედმუშკს უჴმობენ C); წნორი არს ტირიფი კიდეთა (კიდესა D) წყლისათა (წყლისასა D) თვით მდგარი (+ და CaqD) არა დანერგული; მარნეული არს ტირიფი ვენაჴის(ა) შესაყელავი CD. ტირიფიცა ოთხგვარი არს: ძეწნი, მდგნალი, წნორი და მარნეული: ძეწნი არს ტირიფი კაცთა მიერ დანერგული; მდგნალი არს ტირიფი მთათა ბრტყელ–ფურცელი; წნორი არს ტირიფი კიდურსა წყალთასა თვით მდგარი და არა დანერგული, ხოლო მარნეული არს ტირიფი ვენაჴთა შესაყელავი E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9