(+ უმცროჲ B) ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა უმცირესთა. ხოლო ესე უმცროსი განიყოფებიან ექვსად: უმცროსად, ცოტად, პატარად, დარედ, მრწემად და კნინად.
უმცროსი ითქმის ყო(ვ)ელთა სულიერთა და უსულოთა გვამოვნებასა (გვამოვანთა B) ზედა, სადა ითქმის უფროსი, მისთა უმცირესთა უმცროსად სახელ–ვ(ს)დებთ; ხოლო
ცოტაჲ ითქმის ნოტიოთა და სასმელ–საჭმელთა ზედა, რამეთუ მრავლისა უმცირესი ცოტად ითქმის; ხოლო
პატარა ჭურჭელთა და ქვათა (+ და ZA) ძელთა და მისთანათა, რამეთუ დიდისა უმცირესთა (უმცირედ B) პატარად (პატარას B) ვიტყვით; ხოლო
დარე პატივის უფალსა (უფალთა B) ზედა, რამეთუ უაღრესისა უმცირესი უდარესი არს; ხოლო
მრწემი კაცთა ზედა(ნ) ოდენ ითქმის (არს B), რამეთუ პირველ შობილსა უხუცეს უწოდენ და შემდგომად შობილსა მრწემი (მრწემსა B); ხოლო
კნინი ყო(ვ)ელთა მცირეთა უმცირეს(ი) არს, ვითარცა ზვავი დიდთა უმეტესი, რამეთუ ზვაობა მეტად დიდობა არს. ხოლო მოლექსეთათვის სიტყვა და ლაპარაკი არ(ა) დაიდება, რაჲც გაეწყობა (+ ლექსთა B), მას იტყვიან. ვიეთთ(ა) მთარგმნელთაც(ა) ესრე(თ) უქნიათ, ვინც(ა) სიტყვას რიგით გააწყობს, (+ იგი ZA) უმჯობესია (სჯობს B) ZAB.
მცირე ზოგადი სახელი არს ყოველთა უმცირესთა (მცირეთა D), რამეთუ მცირე ყო(ვ)ელთა მცირეთა ზედა ითქმის, ხოლო ესე მცირე განიყოფების ექვსად: უმცროსად, ცოტად, პატარად, უდარესად, მრწემად და კნინად. უმცროსი ითქმის სულიერთა და უსულოთა გვამოვანთა ზედა: სადა ვიტყვით უფროსთა, მუნცა უფროსისა უმცირესთა უმცროსად სახელ–ვ(ს)დებთ; ხოლო ცოტაჲ ითქმის სიტყვათათვის და საუბართა, წყალთა, ღვინოთა და ყოველთა ნოტიოთა და სასმელ–საჭმელთათვის, რამეთუ მრავლისა უმცირესთა ცოტათა ვიტყვით; ხოლო (რამეთუ D) პატარა ითქმის ჭურჭელთა ზედა, ქვათა და ძელთა და ეგევითართა, რამეთუ დიდისა უმცირესი პატარად ითქმის; ხოლო უდარესი (+ ითქმის D) პატივ(ი)თა და საქმეთა და ბუნებათა ზედა, რამეთუ უაღრესისა უმცირესი უდარესად ითქმიან; და (ხოლო D) მრწემი კაცთა ზედა ოდენ არს, რამეთუ პირველ შობილსა უხუცესსა უწოდთ და შემდგომსა მისსა უმცირეს(ს)ა უმრწემესად (უმრწამესად E) სახელ–ვ(ს)დებთ; არამედ კნინი ყოველთა უმცირესთა (მცირეთა CqD) უმცირესი არს (+ ხოლო მოლექსეთათვის, სადა რა გაეწყობა, კეთილობით მოაჴდენენ, აუგი არა არს Cb) CD.