* - <
[ {
Ֆ
ქ< ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ ქშ ქც ქჳ
ქებ ქედ ქევ ქეზ ქეთ ქეი ქელ ქენ ქერ ქექ ქეშ ქეჩ ქეც ქეჯ

ქერქი

Turk. ყაბუხ BCaqD, ყაპუხ Cb1, ყაბუღ E.
Arm. კლიეპ ZCbq, კლეპ BCaD, კჭიეპ E.
(+ 13 სიბრძნე ZAa). ქერქი საზოგადოდ ითქმის ყო(ვ)ელთა ქერქთათვის, არამედ ქერქი საკუთარ(ი) არს ხეთა კანისათვის; ხოლო ტყავი ეწოდების ქერქთა ცხო(ვ)ელთასა; ხოლო ფრინველთასა – კანი; თევზთა, გველთა და მისთანათასა – ქეცედი; კუთა, ოსტრაკუთა, სადაფთა და მისთანათასა – კეც–ტყავი და კეცოვანი; კირჩხიბთა ასთაკვთა (ათთაკვთა Ab) ლოკოკინათა და მისთანათა – ჩვილ–კეცი; დიდთა და ზრქელთა ხეთასა – ფუტი; ხეთ შენაძრობთა ქერქთა, თხელთა, ჭურჭლად და ბოყვად, საქმართა – ხაფანგი; თელათა, ცაცხვთა, ლაფანთასა და რომელნი დაიხევიან და მისგან ნეჭა და სფირიდი მოიქსოებიან და ავრიტნი შეიგრიხებიან, ეწოდებიან ხრალი; ხის ქერქთა შიგნით(ს) აფსკათა ეწოდების ქურთლი და ქურთენი; ხილთა ქერქთა – ნაფრცქვენი (ნაბრცქვენი Z) და ნაქრცვენი; კვერცხთასა – ხეჭუჭი; ნიგოზთა, ნუშთა(სა), თხილთასა – ნაჭუჭი; წაბლთა, წიფელთა და მისთანათასა – ხეჭბი; ხახვთა, ნიორთა და მისთანათასა – ნაქურჩალი; შამბთა, რომელთა ქერქი საჴმარ არს, სელთა, ექვსუნჯთა, ჯინჭართა და მისთანათასა – ქერელი; ტვინთა გარემოთა, გინა კვერცხის ხეჭუჭსა შიგნით თხელს რასმე და მისთანათას(ა)– აფსკი; ყურძნისა და რაჲც გამოიწურვიან – ჭაჭა; ცერცვთა და ლობიოთა პარკთა – ჭოტი; ხოლო სხვა მარცვალთასა – ქუჩუბო ეწოდებიან ZA.

ესე ქერქი ზოგადად ითქმის ყოველთა ქერქთათვის, არამედ ქერქი საკუთარი არს ხეთა კანთათვის; ხოლო ტყავი ეწოდების ქერქთა ცხოველთასა; და ფრინველთა ქერქსა – კანი; თევზთა, გველთა და მისთანათასა – ქეცედი; ხოლო კუთა, ოსტრაკუთა, ქელონთა, სადაფთა და მისთანათასა – კეცოვანი; კირჩხიბთა, ასთაკვთა, კარკინოთა და ლოკოკინთასა – ჩვილკეცი; დიდთა და ზრქელთა ხეთასა – ფუტი; ხეთ შენაძრობთა ქერქთა თხელთა ჭურჭლად და ბოყვად საქმართა – ხაფანგი; თელათა, ცაცხვთა, ლაფანთა და რომელთანი დაიხევიან და მისგან ნეჭა და სფირიდი მოიქსოებიან და ავრიტნი შეიგრიხებიან, ეწოდებიან ხრალი; ხის ქერქთა შიგნით აფსკათა ეწოდებიან ქურთლი და ქურთენი; ხილთა ქერქთა – ნაფრცქვენი; კვერცხთასა – ხეჭუჭი; ნიგოზთა, ნუშთა, თხილთა და მისთანათასა – ნაჭუჭი; წაბლთა, წიფელთა და მისთანათასა – ხეჭბი; ხახვთა, ნიორთა და მისთანათასა – ნაქურჩალი; შამბთა, რომელთა ქერქი საჴმარ არს, სელთა, ექვსუნჯთა, ჯინჭართა და მისთანათასა – ქერელი; ტვინის გარემოთა, გინა კვერცხის ხეჭუჭს შიგნით თხელს რასმე სა და მისთანათა – აფსკი; ყურძნის ქერქსა და რაიც დაიწურვიან – ჭაჭა ეწოდებიან; მარცვლებთა ქერქთა – ქუჩუბო B. ქერქი ზოგადი სახელი არს ყოველთა ქერქთა, რაიც რაჲვესი იყოს და უფროსად ტყავთა ხისათა; უკეთუ ხეთა ქერქი ესეოდენ დიდნი აღჴადო, ვითარცა ფიცარი და უდიდესი ფიცართასა, ქოხთა დასახურავად და მისთანათასა, ეწოდებიან ფუტი; ხოლო უმცირესთა მისთა ფაცერთათვის საჴმართა (საჴმარად Cb), გინა არყთა და ბალთა ქერქი ჭურჭლად და ბოყვად შემზადონ, ეწოდებიან ხაფანი; ხოლო ქერქთა თელისა, ცაცხვისა (+ და Cb) ჟოლასა, ლაფანთა და მისთანათა, ყოველნი, რომელნი დაიხ(ვ)ევიან და მისგან მოიქსოვიან ნეჭა გინა სფირიდ(ნ)ი, გინა ავრიტნი შეიგრიხებიან, ეწოდებიან მას ხრალი; ქერქთა ხის ქერქთა შიგნით აფსკთა ანაძრობთა – ქურთენი, გინა ქურთლი; ქერქთა ხილთასა – ნაფრცქვენი და ნაქურცვენი; ქერქსა კვერცხისასა – ხეჭუჭი; ქერქთა ნიგოზთა, ნუშთა და ატმის გურკათა და რაიც მისთანა მაგარნი არიან და დიდნი, ეწოდების ნაჭუჭი; ქერქთა უმცირესთა და უჩვილესთა მისთასა – ხეჭბი; ქერქთა მარცვალთასა – ქერელი; რაგინდარა ცუდსა ქერქთა და ანაძრობთა – ქუჩუბო; ქერქთა ხახვთა და ნიორთა და მისთანათასა – ნაქურჩალი; ქერქთა შამბთასა, კანაფთა, სელთა, ჯინჭართა (ჭინჭართა Cb) და მისთანათასა, რომელნი დაიხევიან და ტილონი მოიქსოვიან ანუ მკედ იქმნებიან – ექვსუნჯი (ქერელი Cb); ქერქთა ცხოველთასა – ტყავი; თხელსა და მცირესა ტყავსა – კანი; ქერქთა კუთა და ოსტრაკუთა, სადაფთა და მისთანათასა – კეც–ტყავი; ქერქთა ლოფორთქინათა, კიბორჩხალთა და მისთანათასა – ჩვილკეცი; კვერცხთა (კვერცხის Ca) ხეჭუ(ჭ)თა ანაძრობთა ქერქთა და მისთანა(თა)სა, გინა ტვინისა და მისთანა გარე თხელთა ტყავსა რასამე – აფსკი და აპკი; ქერქთა ყურძნისა, კოწახურისა, მოცხრისა და მისთანათა, რაიც დაიწნეხვიან ანუ გამოიწურვიან, ჭაჭა ეწოდების C. განუმარტავია CqDE.

 
1Cb ხელნაწერში "ყაპუზ" არის.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9