* - <
[ {
Ֆ
ქ< ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ ქშ ქც ქჳ
ქვა ქვე ქვი ქვრ

ქვა

L. სასო B.
Turk. ტაშ ZAaBCDE.
Arm. ქარ ZAaBCDE.
(29, 2 დაბად.) ქვაჲცა ესრეთ განიყოფებიან: რამეთუ სილა არს (+ ქვაჲ Ab) ვითარცა გაცრილი; ქვიშა – ხვარბალთა ოდენი; კენჭი – ცერცვთა ტოლი და უდიდესი; ღორღი – ნამტვრევი და მისი უდიდესი. ვიეთნი ჭოჭყს(ა) უჴმობენ; ხვინჭა არს კენჭი წყალთა შინაჲ; რიყე – ქვა–ქვიშა წყლის კიდურისა; (+ კაჭარი – უწყლოს ალაგს რიყის მსგავსი ქვაჲ ZAa); ლოდი არს ქვა დიდი; არძანი (+ არს Z)- ქვა კაცთაგან აღებად საჭირო; მარილის ქვაჲც არძანად ითქმის; ბალავარი არს უდიდესი და საძირკვ(ლ)ად დასადები კედელთათვის; კარკალი არს ქვანი ლოდ–არძანნი სიმრავლით მიყრილი ვრცელად; სალა არს ქვა ბრტყელი ვაჟთ სამღერელი (სამღერი Aa); ფიქალი არს ქვის ფიცარი; სპონდიო არს წყალთა მიერ ქვაქმნილი; სასრევი არს ქვა მახვილთ(ა) აღმლესველი (წამლესველი Aa); სიპი არს ქვა გლუსუნი და ცეცხლში მტკრცოლელი; კოხი არს მქისე და ცეცხლში არა მტკრცოლელი; კაჟი არქს ქვა ცეცხლის მშობელი; ქარწბია არს ქვა ჭიქის მსგავსი; გოხი არს (+ ქვა ZAa) ქვითკირის (ქვიტკირის Ab) მსგავსი, ვიეთნი სოდომის ნალეწს უჴმობენ; კიდონტი არს ქვა გიშრის ფერი, ოქროსა და ვეცხლის გამომცდელი; აღრალები არს ქვა ძოწი, ამარტა და ლაჟუარდი (ლაჟურდი Ab) და მისთანანი; სპეკალი არს ქვა ყო(ვ)ელივე თვალი პატიოსანი და ძვირფასი ZA.

(22, 2 დაბად.) ქვაიცა ესრეთ განიყოფებიან: რამეთუ სილა არს ქვა ვითარცა გაცრილი; ქვიშა არს ხვარბალთ ტოლი; კენჭი – ცერცვთა ტოლი და უდიდე; ღორღი – ნამტვრევები და კენჭთ უდიდესნი, ვიეთნი ჭოჭყს უჴმობენ; ხვინჭა არს კენჭი წყლის პირისა; რიყე არს ქვა–ქვიშა წყლის კიდისა; ლოდი არს ქვა დიდი; არიანი – ქვა კაცთაგან აღებად საჭირო, მარილის ქვაც არძანად ითქმის; ბალავარი არს უდიდესი ყოველთა და საძირკვლად დასადები კედელთათვის, კარკალი არს ქვანი ლოდ–არძანნი სიმრავლით მოყრილი ვრცლად; კარკარი არს სალი წლტუ კლდე; სალა არს ქვა ბრტყელი ვაჟთ სამღერელი; ფიქალი არს ქვის ფიცარი; სპონდიო არს წყალთა მიერ ქვაქმნილი; სასრევი არს ქვა მახვილთ აღმლესველი; სიპი არს ქვა გლუსუნი ცეცხლში მტკრცოლელი; კოხი – მქისე და ცეცხლში არამტკრცოლელი; კაჟი არს ქვა ცეცხლის მშობელი; ქარწბია არს ქვა ჭიქის მსგავსი; გოხი არს ქვიტკირის მსგავსი, ვიეთნი სოდომის ნალეწს უჴმობენ; აღრალები არს ქვა ძოწი, ამარტა, ლაჟურდი და მისთანანი; სპეკალი არს ქვა ყოველივე თვალი პატიოსანი და ძვირფასი B. ქვა(ჲ) ზოგადი სახელი არს ყოველთა ქვათა; არამედ ქვათა სახელნი(ცა) განიყოფებიან (განიყოფვიან Cq) მცირითგან ვიდრე დიდა(დ)მდე: რამეთუ სილა არს ქვა წყალთა წვლილი, ვითარცა გა(ნ)ცრილი; ქვიშა არს ქვა წყალთა (წვლილი Cq) ფეტვისა ოდენი (+ და Cab) უდიდეს(ი) მისსა, ვიეთგან ჴმელთაცა იქმნების; კენჭი არს ქვა ცერცვთა ოდენი და უდიდესი მისა მცირითა; ღორღი არს ქვა ნალეწი ვაშლთა ოდენი და უმცირეს(ი) მის(ს)ა, (+ ვიეთნი ჭოჭყად სახელსდებენ; ხოლო Cab) ხვინჭა არს კენჭი წყალთა კიდეთანი; რიყე არს ქვა მრავალი ქვიშა ხვინჭოვანი წყალთა კიდეთანი; ლოდი არს ქვა დიდი კაცთაგან ა(ღ)საღებელი; არძანი არს უდიდეს მის(ს)ა კაცთაგან აღებად შეუძლებელი, მარილის ქვაცა არძანად ითქმის; ბალავარი არს უდიდესი ყოველთასა (+ და საძირკვლად დასადები კედელთათვის Cb); კარკალი არს ქვანი ლოდ–არძანნ–ბალავართა სიმრავლე განვრცელებულად გვერდოვანთა ანუ ვაკოვანთა ყრილი, სავალად საჭირო და ძნელი: სალა არს ქვა ბრტყელი მომცრო ვაჟთა მიერ სამღერელი; ფიქალი არს ქვა დიდი, (+ და Cab) ბრტყელი და თხელი; სპონდიო არს ქვა წყალთა მიერ ქვაქმნილი; სასრევი არს ქვა ლახვართა და მკვეთელთა აღმლესველი; სიპი არს ქვა გლუვი და ცეცხლსა შინა მტკრცოლელი; კოხი არს ქვა მქისე და ცეცხლსა შინა არამტკრცოლელი; კაჟი არს ქვა ცეცხლის მშობელი; ქარწბაი (ქალწბაი Ca) არს ქვა მსგავსი ჭიქისა; ცის–ნატეხარა არს ქვა შავი (+ და Cab) მსგავსი ჭიქისავე და გა(ნ)მკვეთელი ვითარცა მახვილი; (+ გუჰარი არს ქვანი ძვირფასი და პატიოსანნი; ხოლო გუარსა სპარსნი მარგალიტთა უჴმობენ Ca); გოხი არს ქვა გორთა ზედა(ნ) ფანჩვით კლდოვანი (C–ში: "ქვა გორთა ზედან ფანჩვით კლდოვანი, გინა ქვითკირის მსგავსი" გადაუხაზავთ და მის ნაცვლად დაუწერიათ: "ქვითკირის მსგავსი, ვიეთნი სოდომის ნალეწს უჴმობენ"). კლდე არს ქვა მ(რ)თლივ მთა ანუ გორი და გვერდი სრულ(იად) იყოს; ტინი არს კლდე აღმა აღმართული და მაგარი; სალი არს კლდე ვრცელი და მაღალი, თხათაგანც უვალი; თირი არს ქვა ლბილი და ადვილად საჭერი (საჭრელი Cq); აკრა არს ზღვის პირი კლდოვანი, რომელსა თანა იყოს სიღრმე ზღვისა მეყსეულად; კბოდე (კმოდე Cq) არს ზღვისა და მდინარის (წყალთა Cq) კიდური არა ჩასავალი, არამედ ჩასაჭრელი კლდე იყოს (+ თუ Cab) გინა ფლატე C. ქვა ზოგადი სახელი არს ყოველთა ქვათა. არამედ ქვათა სახელნი განიყოფებიან მცირითგან ვიდრე დიდამდე; რამეთუ სილა არს ქვა წყალთა წვლილი, ვითარცა განცრილი; ქვიშა არს ქვა წვლილი, მსგავსი ფეტვთა და ხვარბალთა; კენჭი არს ქვა ცერცვთა ოდენი და უდიდესი მისა მცირითა; ღორღლი არს ქვა ნარევი, ნალეწი ვაშლთა ოდენი და უმცირესი მისთა; ხვინჭა არს კენჭი წყალთა კიდეთანი; რიყე არს ქვა–მრავალი და ქვიშა–ხვინჭოვანი წყლის კიდისანი; ლოდი არს ქვა დიდი კაცთა აღსაღებელი; არძანნი არს უდიდესი მისსა და კაცთაგან აღებად შეუძლებელი, მარილის ქვაცა არძანად ითქმის; ბალავარი არს უდიდესი ყოველთასა; კარკალი არს ქვანი ლოდ–არძანნ–ბალავართა სიმრავლე განვრცელებული გვერდოვანთა ანუ ვაკოვანთა, სავალად საჭირო და ძნელი; სალა არს ბრტყელი ქვა მომცრო, ვაჟთა მიერ სამღერელი; ფიქალი არს ქვა დიდი, ბრტყელი და თხელი; სპონდიო არს ქვა წყალთა მიერ ქვაქმნილი; სასრევი არს ქვა ლახვართა აღმლესველი; სიპი არს ქვა გლუვი და ცეცხლსა შინა მტკცოლვარე; კოხი არს ქვა მქისე და ცეცხლსა შინა არა მტკცოლვარე; კაჟი არს ქვა ცეცხლის მშობელი; ქარწბავი არს ქვა მსგავსი ჭიქისა; გუარი არს ქვა ძვირფასი და პატიოსანი; გოხი არს ქვა გორთა ზედან ფანჩვით კლდოვანი; კლდე არს ქვა მთლივ მთა ანუ გორი და გვერდი სრულიად იყოს; ტინი არს კლდე ამართული აღმართ და მაგარი; სალი არს კლდე ვრცელი და მაღალი თხათაგანცა უვალი; თირი არს ლბილი და ადვილად საჭრელი; აკრა არს ზღვის პირი კლდოვანი, რომელსა თანა იყოს სიღრმე ზღვისა მეყსეულად; კბოდე არს ზღვისა და წყალთა კიდური არა ჩასავალი, არამედ ჩასაჭრელი კლდე გინა ფლატე D. ქვა ზოგადი სახელი არს ყოველთა ქვათა. ხოლო ქვათა სახელნი სხვადასხვა არიან მცირით დიდადმდე, რამეთუ სილა არს ქვა წყალთა წვლილი ვითარცა განცრილი; ქვიშა არს ქვა წვლილი მგზავსი ხვარბალთა; კენჭი – ქვა ცერცვთა ოდენი და უდიდესი მცირედ; ღორღი არს ქვა, ნარევი ნალეწი ვაშლთა ოდენი და უმცირესი მისა; ხვინჭა არს კენჭნი წყლის პირთანი: რიყე არს ქვა მრავალი წყლის პირთა; ლოდი არს ქვა დიდი კაცთა აღსაღებელი; ბალავარი არს უდიდე მისა და კაცთაგან აღება–შეუძლებელი; კარკალია ქვა მთათა შინა ლოდთა და ბალავართა სიმრავლე ფრიადი და სავალად ძნელი; სალა არს ქვა ბრტყელი მომცრო ვაჟთა სამღერელად; ფიქალი არს ქვა დიდი და ბრტყელი; სპონდიო არს ქვა წყალთა მიერ და ხავსთაგან შექვაებული; სასრევი არს ქვა ლახვართა აღმლესველი; სიპი არს ქვა ცეცხლთა შინა მტკცოლვარე; კოხი არს ქვა ცეცხლსა შინა არა მტკცოლვარი; გოხი არს ქვა გორაკათა ზედა ფანჩვით კლდოანი; კლდე არს ქვა მრთელი მთა ანუ გვერდი სრულიად; ტინი არს კლდე ამართული აღმართ და მაგარი; სალი არს კლდე ვრცელი და მაღალი, თხათაგან უვალი; თირი არს ქვა ლბილი, ხოლო აკრა არს ზღვის პირი კლდოვანი, რომელსა თანა იყოს სიღრმე ზღვისა მეყსეულიო; ქარწაბი არს ქვა ჭიქის მგზავსი; გუარი არს ქვა–თვალნი პატიოსანი ძვირფასი E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9