უსულო საქონელი ანუ სიბრძნე, სწავლა და მისთანანი
ქონებად ითქმის; ხოლო სულიერთა არა ქონებას ვიტყვით, არამედ ყოლასა ZA.
ქონებად ვიტყვით უსულოთა საქონელთა, კვალად სიბრძნეთა, სწავლათა, მეცნიერებათა და მისთანათა. გინა ასოთა; ხოლო სულიერთა არა ვიტყვით ქონასა, არამედ ყოლასა B. ქონებაჲ არს არსებაჲ (არსებისაჲ E) არსებისაგან, ხოლო ცხად–ჰყოფს გარე–შეცულსა ანუ გარე–შემცველსა და ვითარმედ არა არს კერძოჲ რამე საქმისაჲ და გარე–შეიცავს უკვე შესამოსელი (+ და CabE) საჭურველი და ეგევითარ(ნ)ი, [+ ხოლო გარე–შეიცვის ბეჭედი (+ და E) რაჲც (რაცა E) რაჲმე სხვა(ჲ) ეგევითარი CE] მცირე. ჯერ–არს უკვე, რათა გარე–შემცველიცა და გარე–შეცული არსება იყვნენ, რამეთუ უკეთუ ერთი ვიდრემე არსებაჲ იყოს, ხოლო მეორე შემთხვევითი, ვითარცა მიწთომილი და მიწთომილებაჲ, არღარა ქონებისა მიმართ აღიყვანებიან, ხოლო განყოფილებანი ქონებისანი იქმნებიან განყოფილებისაებრ მყოფთასა (მყოფისა DE), რამეთუ ანუ სულიერი არს, ანუ უსულოჲ; და სულიერისა ვიდრემე ყოლასა ვიტყვით, ვითარ მონისა, ცხენისა და ეგევითართასა (ეგევითარისა D), ხოლო ითქმის ქონება(ჲ) სხვათაცა მრავალთა დანიშვნისაებ(რ) სახელ–მოდგამობით1 CDE.