* - <
[ {
Ֆ
ქ< ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ ქშ ქც ქჳ
ქუ ქუა ქუბ ქუდ ქუე ქუთ ქულ ქუმ ქუნ ქურ ქუს ქუქ ქუშ ქუჩ ქუხ ქუჯ ქუჱ

ქუხილი

L. ილტუონო B.
Turk. გურგურ BCDE.
Arm. ურეტაც BCDE, გრუმ CD, გორუმ E.
(9, 23 გამოსლ.) ქუხილი იქმნების (იქმნებიან B) ქართა მიერ ღრუბელთა კვეთებათათა, რამეთუ ჰაერთა სიჴშოთა შინა არიან ტატანნი მრავალნი; ხოლო ჰაერთა შინა რა ურთიერთს წინააღმდგომნი ქარნი იწყებენ კვეთებასა (+ და B) რომელიმე ტფილნი, რომელიმე ცივნი ეკვეთებიან, ტატან(ნ)ი (+ და B) ღრუბელთა (ღრუბელნი B) თანაჰყვებიან და ღრუბელთა სიღრუვისა და ტატანთა შემუსრვისაგან გამოვლენ ჴმანი ქუხილისანი (+ და ZA) უკეთუ ქარმან ერთის(ა) კიდით(ა) სძლო, გაივლტის ტატანი იგი განხეთქილი და მისგან გამო(ჰ)კრთებიან ელვანი ZAB.

ქუხილი იქმნებიან ქართა და ღრუბელთა კვეთებათა მიერ, რამეთუ შარავანდედი მზისა(ნი) აღიღებ(ე)ნ ორთქლსა ქვეყანისაგან (ქვეყანათაგან D) და აღიხვამს ჰაერთა შინა, ეთერისა და მზისა სიცხეთა (სიცხისა D) მიერ ორთქლი იგი შეგვამდების და შეიქმნების ვითარცა ცეცხლი და მნათობი, და სადაცა უზრქელე(სი) ჰაერია, მუნ დაადგრების (დადგების D); ესევითარნი მრავალ(ნი) არიან ჰაერთა შინა, ხოლო ქარნი ქრიან (არიან D) ჰაერთა შინა ურთიერთ(ა)ს წინააღმდგომნი, რომელიმე ტფილნი, (+ და C) რომელიმე ცივნი; ოდეს იწყებენ კვეთებად, ორთქლ(ნ)ი იგი გვამქმნილ(ნ)ი თანა–ჰყვებიან ქართა და ღრუბელთა კვეთებასა, ხოლო რა განძლიერდების (განძლიერდეს D) კვეთება(ჲ) ქართა, განსთქ(რ)დებიან ორთქლი იგი განცეცხლებული და მის მიერ გამოვლენ, ჴმანი ქუხილისანი; უკეთუ ქარნი სასტიკნი ეკვეთნეს კიდესა ერთსა და განხეთქა გვამქნილი (შეგვამებული D) იგი ცეცხლი, განვლის სივრცესა (სივრცედ CqD) ჰაერისა(სა) და გამო(ჰ)კრთებიან მისგან ელვანი; ხოლო ქვეყანით ქუხილის ჴმამდე არს ეჯი ოცდაოთხი, ხოლო ღამესა შინა მრავალგზის (მრავალ–მრავალგზის Cq) ვიხილავთ მსგავსთა (მსგავსსა CqD) ვარსკვლავთასა განფრენილთა, ანუ გრძლად ცეცხლებ(რ) წარვლილსა ჰაერთა შინა. უმეცარნი მათსა ვარსკვლაობასა ჰგონებენ, არა ვარსკვლავი არს იგი, არამედ შეგვამებული ორთქლი იგი ცეცხლებრი; რომელსა სახელად ვარსკვლავ–მორბედად ეწოდების წერილთა მიერ, დღისითაც (დღეჲცა D) განფრინდების (განფრინდებიან D) CD. ქუხილი იქმნებიან ქართა და ღრუბელთა კვეთებათა მიერ, რამეთუ შარავანდედნი მზისანი აღიღებენ ორთქლსა ქვეყანათაგან და აღიხვამს ჰაერთა შინა და ეთერისა და მზისა სიცხისა მიერ ორთქლი იგი შეგვამდების და შეიქმნების ვითარცა ცეცხლი. ესევითარნი მრავალნი დაიწესებიან ჰაერთა შინა. ხოლო ქარნი არიან ჰაერთა შინა ურთიერთს წინააღმდგომნი, რომელნიმე ტფილნი და რომელიმე მყინვარნი, ოდეს იწყებენ კვეთებად, ღრუბელნი შესცვენ ჰაერთა და ქართა და ღრუბელთა კვეთებასა თანა–ჰყვება ორთქლი იგი გვამქმნილი ცეცხლის მსგავსი. ოდეს რა განძლიერდეს კვეთება ქართა, ვერღარა თავს–იდებს, ორთქლი იგი განსქდების და გამოვალს ქუხილთა ჴმანი მის მიერ. უკეთუ ქარნი სასტიკნი ეკვეთოს კიდესა ერთსა და განხეთქა, გვამი იგი განვლის სივრცედ ჰაერისა და გამოკრთებიან მისგან ელვანი. ხოლო აქათ ქუხილის ჴმამდე არს მილიონი ოცდაოთხი. ხოლო ღამეთა შინა მრავალგზის ვიხილავთ ვარსკვლავისა სახეთა განფრენილთა ანუ გრძლად ცეცხლებრ წარვლილსა ჰართა შინა. უმეცარნი მათსა ვარსკვლაობასა ჰგონებენ, არა ვარსკვლავია იგი, არამედ ორთქლი იგი შეგვამებული ცეცხლებრი E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9