* - <
[ {
Ֆ
ყ< ყა ყბ ყდ ყე ყვ ყი ყლ ყმ ყნ ყო ყრ ყუ ყც ყჳ
ყია ყიბ ყივ ყინ ყიპ ყირ ყიტ ყიფ ყიყ ყიშ

ყინული

L. ილჟაჩინო B.
Turk. ბუზ AaBE.
Arm. სარუც AaB, სარიც E.
ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა შეყინებულთა: გაძგიფა არს წყალთა მცირედ(ი) შეყინება; უკეთუ ესრე(თ) შე(ი)ყინა კაცთა სავალად შეიქმნა, უწოდენ ხორგსა და ხორდსა; თუცა ხორგი მოსქდა და შესქელებით ზედ შეაყინა, უწოდენ შოლარსა; გზანი ანუ ადგილი თოვლთა ნადნობითა მოიყინა, ლიპი არს; ნაწვეთთა შეყინებულთა, გინა ზაფხულის წყაროთაგან შეყინებულსა უწოდენ ყინტორსა; მიწათა ქვეშე გაყინულსა და პირ–მხვალსა უწოდენ ლიჭყსა; მიწათა ქვათა ოდენსა შეყინებულსა – კოპიჭსა ZA.

ყინული ზოგადი სახელი არს ყოველთა შეყინებულთა: გაძგიფა არს მცირე შეყინება; ხოლო უკეთუ მდინარე ანუ ტბა გაყინა ვიდრე კაცთ სავალად, უწოდენ ხორგსა, გინა ხორდსა; რა ხორდი მოსქდა და ზედ შესქელებით შეაყენა, უწოდენ შოლარსა; გზანი ანუ ადგილნი თოვლთა ნადნობით მოიყინა, უწოდენ ლიპსა; ნაწვეთთა შეყინებულთა ანუ ზაფხულის წყაროთაგან შეყინებულსა უწოდენ ყინტორსა; მიწათა ქვე განყინებულსა და პირ–მომხვალსა უწოდენ ლიჭყსა; მიწათა ქვათა ოდენ შეყინებულსა – კოპიჭსა B. ყინული ზოგადი სახელი არს ყოველთა შეყინებულთა: უკეთუ დიდნი მდინარენი ანუ ტბა გაყინნეს, ვიდრე კაცთა სავალ იქმნეს, უწოდენ ხორგად; [+ უკეთუ ხორგი მოსქდეს და ზედავე ხორგთა შეაყარნეს (შეაყაროს Cq) შეზრქელებად (შესქელებად Cq), უწოდენ შოლარსა C]; გზანი ანუ ადგილ(ნ)ი ნადნობთა თოვლთაგან ანუ წვიმათა მიერ დენილთა მო(ი)ყინოს, მას ლიპად სახელ–სდებენ (ഗ სახელ–სდებენ ლიპად D); წვეთთა მიერ შეყინებულთა (შეყინებულსა CqD) ანუ ზაფხულის წყაროთა (წყაროსა D) ცივთაგან (ცვართაგან D) შეყინებულსა უჴმობთ (უჴმობენ CqD) ყინტორსა; მიწათა ქვე გა(ნ)ყინულთა (გაყინებულსა D) და პირ–მომხვალსა უწოდენ ლიჭყსა (ლიჭყად CqD); ქვათა ოდენთა მიწათა შეყინებულთა (+ გინა ტავარნათა შეყინებულთა CqD) კოპიჭად სახელ–სდებენ CD. ყინული ზოგადი სახელი არს ყოელთა შეყინებულთა; ხოლო დიდი მდინარე რა გაიყინოს, უწოდენ ხორგად; და გზანი ანუ ადგილი რამე ნადნობთა თოვლთაგან გაყინებულ იყოს, სახელ–სდებენ ლიპად; წყაროთაგან შეყინებულსა ანუ ნაწვეთსა შეყინებულსა უჴმობენ ყინტორად; მიწასა ქვე გაყინებულსა და პირ–მომხვალსა იტყვიან ლიჭყად; ხოლო ქვათა ოდენსა მიწასა შეყინებულსა – კოპიჭად E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9