* - <
[ {
Ֆ
შ< შა შე შვ შთ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შქ შხ შჯ შჳ
შე შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეღ შეყ შეშ შეჩ შეც შეძ შეწ შეჭ შეხ შეჯ შეჰ შეჴ შე–

შეკრვა

Turk. ბაღლამაღ ZCab, ბაღლანმაღ AaBCqDE.
Arm. კაპელ ZAaCbE, კაპიელ BCa, კაბიალ CqD.
(შეკვრა CqD) (27, 2 მათე) შეკრვა არს ჯაჭვითა და საბლით შებორკილვა და შესკვნა; შეკრვა არს წიგნის შეკინძვა, ყვავილთ შეკონვა, ბარგთა და საპალნეთ შეკოჭვა, ღილთა და ხრიკათა კილოში ჩაგდება, ლოგოროთა ფოთელთა შეკონვა, კაცთა კანონისა მიერ შეკრვა, გინა ფარაოს მსგავსად ცოდვითა შეკრვა ZA.

შეკრვა არს ჯაჭვით შებორკილვა, გინა საბლით კაცის შეკოჭვა; შეკრვა არს წიგნთ შეკინძვა, ყვავილთ შეკონვა, ბარგთა და საპალნეთ შეკოჭვა, ღილთა და ხრიკათა კილოს ჩაგდება, ლოგოროთა და ფოთელთ შეკონვა, კაცთა კანონის მიერ შეკრვა, გინა ფარაოს მსგავსად ცოდვით შეკრვა B. შეკრვად ითქმის კაცთა (შე)პყრობილთა შეკრვა, გინა ბარგთა და საპალნეთა შეკრვა, გინა წიგნისა ანუ ყვავილთა კონათა (გინა წიგნისა ანუ ყვავილთა კონათა ანუ ბარგთა და საპალნეთ შეკრვა Cb), ანუ ფრთათა და წვრილმანთა შეკრვა, გინა შეშათა და ლოგოროთა და ჴურთთა შეკრვა, გინა მოტეხილისა ჴელთა და ფერჴთა და მისთანათა შეკრვა, გინა კაცისა კანონისა მიერ შეკრვა, გინა ცოდვის ჩვეულთა ფარაოს მსგავსად ცოდვისაგან შეკრვა Cab. შეკვრად ითქმის კაცთა პყრობილთა შეკრვა, გინა ბარგთა და საპალნეთა შეკრვა, გინა შეშათა და ლოგოროთა და ჴურთთა შეკრვა, გინა ყვავილთა კონათა ანუ ფრთათა და წვლილმანთა შეკრვა, გინა მოტეხილთა ჴელთა, ფერჴთა და მისთანათა შეკრვა, გინა კაცისა კანონისა მიერ შეკრვა, გინა ცოდვის ჩვეულთა ფარაოს მსგავსად შეკრვა Cq. განუმარტავია DE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9