* - <
[ {
Ֆ
შ< შა შე შვ შთ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შქ შხ შჯ შჳ
ში შია შიბ შიგ შიდ შიე შივ შით შიი შილ შიმ შინ შიპ შირ შიქ შიშ შიხ

შიში

Turk. ყორხმაღ Cb, ყორხ CqDE.
Arm. ვახიელ Cb, ვახ E, ჱერკოღ Cq, ჱრკიოღ DE.
სიში (შიში DE) (+ 1 იოანე 4, 18 ZAa) ხოლო შიშიცა განიყოფების (~ განიყოფების შიშიცა B) ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, განცვიფრებად და უღონოებად. მცონარება ვიდრემდე არს შიში ყოფადისა მოქმედებისა; ხოლო კდემულება – შიში მოლოდებითა ძაგებისათა და კეთილ არს ესე ვნებაჲ; ხოლო სირცხვილი – შიში ბილწებისა (ბილწებასა B) რასამე საქმესა ზედა და არცა ესე უსასო არს ცხო(ვ)რებისაგან; და განკვირვება – შიში დიდისა ოცნებისაგან; ეგრეთვე განცვიფრება – შიში უჩვეველისა საოცისაგან; ხოლო უღონოება – შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაჲ, ჴვებულ ყოფასა უღონოებითა1. ამას ზეითი იოანე დამასკელის წიგნში ეწერა. ხოლო ნემესიოს წიგნთა (წიგნში AbB) განკვირვების ნაცვლად წყლვა ეწერა, ვინადგან (ვინათგან B) გულნი კაცთანი (კაცისანი B) განკვირვებასა რა შთავარდებიან, იწყლვიანცა და უღონოების ნაცვლად ზრუნვა ეწერა. (+ ესრეთ ზრუნვა – შიში დაცემისა, ესე იგი არს ვერ მიმთხვევისაჲ, რამეთუ მოშიშარნი ვერ მიმთხვევისა. საქმისა ვზრუნავთ B) ZAB.

ხოლო განიყოფების (განიყოფვის CqDE) შიშიცა ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, გა(ნ)ცვიფრებად და უღონოებად. მცონარებაჲ ვიდრემე არს შიში ყოფადისა მოქმედებისა; ხოლო კდემულებაჲ შიში მოლოდებითა ძაგებისაჲთა და კეთილ არს ესე ვნებაჲ; ხოლო სირცხვილი – შიში ბილწებისა რასამე საქმესა ზედა და არცა ესე უსასო არს ცხო(ვ)რებისაგან; და განკვირვებაჲ – შიში დიდისა ოცნებისაგან; ეგრეთვე განცვიფრება – შიში უჩვეველისა საოცრისაგან; ხოლო უღონოება – შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაჲ, ჴვებულ ყოფასა უღონოებდითა1. ამას ზეითი იოვანე დამასკელის წიგნში ეწერა. ხოლო ნემესიოს(ის) ფილასოფოსის წიგნში (ფილასოფობაში D) განკვირვების ნაცვლად წყლვა ეწერა და უღონოების ნაცვლად ზრუნვა ესრეთ:2 წყლვა – საკვირველი შიში უჩინოსა საოც(რ)ისაგანო (საოცრებისაგანო Cb), ხოლო ზრუნვა – შიში დაცემისა, ესე იგი არს ვერ მიმთხვევისაჲ, რამეთუ მოშიშარნი ვერ მიმთხვევად საქმისა ვზრუნავთ. (ხოლო C) განეყოფვის კდემა სირცხვილსა: რამეთუ სირცხვილი (სირცხვილეული E) მათთვის, რომელი ქმნა, მძრწოლარე არს, ხოლო მეკდემე მოშიშია შთავარდნად ვინაჲ უპატიო(ე)ბასა, ხოლო უწოდენ მრავალგზის უძველესნი კდემასა სირცხვილად და სირცხვილსა – კდემად. (+ შიში რომლისა მიზეზისაგან იქმნების, ვრცელად ნემესიოსის 18 თავსა შინა იძიე C) CDE.

 
1აქამდე ტექსტი აღებულია იმავე წყაროდან, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.

2აქედან ტექსტი აღებულია ნემესიოს ემესელიდან (გვ. 108, 18).

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9