* - <
[ {
Ֆ
შ< შა შე შვ შთ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შქ შხ შჯ შჳ
შუა შუბ შუგ შუე შუვ შუი შუკ შულ შუმ შუნ შუპ შურ შუქ შუღ შუყ შუშ შუჱ

შური

L. იმვიდია B.
Turk. ყისყანმახ ZAa.
Arm. ნხანძ ZAaB.
(31, 2 რიცხვ.) შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა; ხოლო ღაზოობა არა თუ ოდენ მწუხარებისა ქონებაჲ არამედ უძვირესიცა, რამეთუ ენებოს მოსპოლვა კეთილმოქმედისა მის მოყვსისა; ხოლო გვაჯი არს არათუ მწუხარებაჲ, არამედ სხვის წინააღმდგომად ანუ უადრეს ანუ შემდგომად ქმნას; ხოლო ბაძი ჰგავს შურსა, არამედ განეყოფვის, რამეთუ უკეთუ კეთილი ნახოს მოყვსისა, გინა ბოროტი და კეთილად აღუჩნდეს, წადილით მსგავსად მისსა ქმნას და ეგრე იქცეოდეს ZA.

(31, 2 რიცხვ.) შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა; ხოლო ღაზოობა არა თუ ოდენ მწუხარებისა ქონება, არამედ უძვირესიცა, რამეთუ ენებოს მოსპოლვა კეთილისა მის მქონებელისა მოყვსისა; ხოლო გვაჯი არს არა თუ მწუხარება, არამედ მისის წინააღმდგომობით რათა მანცა ანუ უადრეს, ანუ შემდგომად ქმნას ანუ ისწავლოს რამე, ანუ იქონიოს მისებრივი; ხოლო ბაძიცა ჰგავს შურსა, არამედ განვყოფვის: კეთილი ნახოს მოყვსისა ანუ ბოროტი და კეთილად უჩნდეს და მჴურვალედ მგზებარეობითა საწადლისა მის მსგავს მისდა ქმნას და ეგრე იქცეოდეს B. შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა; ხოლო განიყოფებიან შური და ბაძვა: რამეთუ ბაძვაჲ მსგავსება არს კეთილთა მჴურვალედ მგზებარეობით(ა) (+ და წადიერებით D) მათ(დ)ა მიმართ, ხოლო შური მწუხარება არს მოყვსისა კეთილსა ზედა CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9