* - <
[ {
Ֆ
ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ ცჳ
ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ ცჳ

ცა

L. ჩელუმ B.
Turk. გოგ ZAaBCD.
Arm. იერკინ ZAaBCD.
ზე აღსახედი (1, 1 დაბად.) ცაჲ არს გარე–შემცველი ყო(ვ)ელთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფევ(ე)ლისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღ~თი არს ყო(ვ)ელთა შემცველი და გარე–შემოუწერელი. ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან იტყვიან შემზადებასა; ხოლო რომელნიმე გარეშე ოთხთა კავშირთასა ქმნილსა შემოქმედისა მიერ. ქვეყანა არს მრგვალი და გარე–შეცული ჰაერისაგან, ხოლო ჰაერი გარე–შეცული ეთერისა მიერ და ეთერი – მთოვარის ცისა მიერ, რომელსა სახელ–ედების ჭირანო; და მერმე ერმის ცა, რომელსა ეწოდების ცორანო; და მერმე აფროდიტის ცა, რომელსა ეწოდების მელტარო; მერმე მზის ცა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი; მერმე არიას ცა, რომელსა ეწოდების ჭიმჭიმელი; მერმე დიას ცა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი; მერმე კრონოსის ცა, (+ რომელსა ეწოდების ZAa) არბასტრო; მერმე (მერვე A) ვარსკვლავთ ცა, რომელი აღმოსავლით დასავლად მიიქცევის; მერმე მეორე მძვრელი ცა და მერმე პირველი მძვრელი ცა, რომელი ყო(ვ)ელთა ცათა აღმოსავლით დასავ(ა)ლად გარდაბრუნებს და მსგავსი არს ბროლისა. ხოლო გარეგანი ცაჲ არს სამყარო, რომელი შეცულ არს სასუფეველისაგან ZA.

ზე აღსახედი (1, 1 დაბად.). ცაჲ არს შემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთა თვინიერ ანგელოსთა და წმიდათა სულთა; ხოლო ცანი შეცულნი სასუფევლისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათანი. ხოლო მხოლოდ ღ~თი არს ყოველთა შემცველი და გარეშემოუწერელი და თვით უსაზღრო და მიუწდომელი. ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან იტყვიან შემზადებასა, ხოლო რომელნიმე გარეშე ოთხთა კავშირთასა, ქმნილსა შემოქმედისა მიერ. ქვეყანა არს მრგვალი და გარე–შეცული ჰაერთაგან, ხოლო ჰაერი გარე–შეცული ეთერისა მიერ და ეთერი გარე–შეცული ცათაგან და ცანი შეცულნი სასუფეველისაგან. (კიდეზეა ჩამოწერილი: ცა: ჳნელი, ალბასტრო, კიმკიმელი, ჭიმჭიმელი, კოჭიმელი, მელტარო, ცორანო, ჭირანო, იავინთელი, ლარვისტომი, ჭიმაჭიმი, დეკნა) B. ცა(ჲ) არს გარეშემცველი (შემცველი Cb) ყოველთა დაბადებულთაჲ და მხოლოდ ღ~თი ოდენ არს გარეშეუსაზღვრებელი და ყოველთა აღმავსებელი და ყოველთა გარე–შემცველი. რომელიმე იტყვიან ცისასა ოთხთა ასოთაგან შექმნასა, ხოლო რომელ(ნ)იმე გარეშე ოთხთა ასოთასა, სხვა რამე შექმნული დამბადებელისაგან; (+ ხოლო საღ~თო ბასილი კვამლის სახედ იტყვის CaqD). (+ ხოლო Cb) ქვეყანა არს მგრგვალი და გარე–შეცული ჰაერისაგან, ხოლო ჰაერი გარე–შეცული ეთერისა მიერ და ეთერი შეცული ცათა მიერ, რომელთა შინა არიან შვიდნი ცთომილნი თ(ვ)ითოსა სარტყელსა ზედ(ა), მერმე – ვარსკვლავნი და სამყარო; (+ და CqD) დასასრულსა ცათასა – სასუფეველი. ვითარცა ქვეყანასა ზედა კერძო არიან ცანი, ეგრეთვე და ყოვლით კიდით (+ და CqD) ქვედა კერძო და იგვრდივ და სლვანი ვარსკვლავთანიცა ეგრეთვე, რომელნი უქვემოესთა ცათა ზედა არიან, უმსწრაფლესად მოვლიან და რომელ(ნ)ი მას ზედეთ (ზედათ Cb, ზეით CqD) უგვიანესად, ვითარცა ახლოს მავალი და შორით მომარ(თ)ებელი. და ურთიერთ(ი)ს(ა) განშორებისა და სიახლისა, განსწორებისა და პირისპირ ჭვირობისა მიერ იქმნებიან (იქმნების CqD) მზისა და მთოვარისა მოკლება(ნი), გინა წვიმა, თოვლი, ქარი, სეტყვა, გინა გვალვა და ნოტიობანი, ყოველივე ვარსკვლავთაგან არს CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9