* - <
[ {
Ֆ
ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ ცჳ
ცთე ცთო

ცთომილნი

L. ორსა B.
Arm. ბიბერ ZAa, ბივერთ B.
(ცთომილი CD)* შვიდნი იგი ვარსკვლავნი უკვე ითქმიან ცთომილად, რომელნი შვიდთა მათ ცათა შინა თ(ვ)ითოეულნი არიან, რომელთა სახელები მათი ესე არს (არიან B) ქართულად და არაბულად (+ და ნიშანნიცა მათნი B):

* მთოვარე: ყამარ:

* ერმი: ოტარიდ:

* აფროდიტი: ასპიროზ:

* მზე: შამს:

* არია: მარიხი:

* დია: მუშთარი:

* კრონოსი: ზუალ:

ლუნა: ZAa

ვენერე: ZAa

მერკურიო: ZAa

სოლე: ZAa

მარტე: ZAa

ჯოვე: ZAa

სატურნო: ZAa

ესენი არიან რომელნიმე განმანათლებელად ქვეყანისა, რომელ(ნ)იმე დარებთა სასწაულებად. რამეთუ რომელსამე (რომელსაცა B) გაუპირდაპირდების (გაუპირისპირდების B) მთოვარე, (მით იქმნებიან AbB) გვალვა, წვიმა, (წვიმა, გვალვა B) სეტყვა, ქარნი და ყო(ვ)ელივე დარი. ხოლო ათოთხმეტისა დღისა მთოვარე ოდეს გაივსების, პირისპირ უჭვირობს მზესა, და სდბასა შინა უკეთუ ორთავე შორის დაეპყრა ქვეყანა და (+ ქვეყანისა ZA) ზედა(თ) იყოს მთოვარე და ქვეშე (ქვედათ B) ქვეყანისა მზე (+ და B) ვერღარა იხილავს მზე პირსა (იხილოს მზემან პირი B) მთოვარისა(სა) და მოაკლდების მთოვარეს(ა) ნათელი, რამეთუ აჩრდილი ქვეყანისა დააბნელებს, ვინათგან (რამეთუ B) მთოვარესა თავით თვისით არა აქვს (~ არა აქვს თავით თვისით B) ნათელი, არამედ ვითარცა სარკე არს ქმნულება მისი და რაოდენსა ხედავს მზე, ეგოდენი (ეგოდენსა AbB) აქვს ნათელი, ხოლო ოცდაცხრისა მთოვარე ვერა (ჰ)ხედავს მზესა. ამისთვის უნათლო არს, და უკეთუ სრბასა შინა უნათლო მთოვარემან განვლო ქვეშე სისწორ მზისა, დაჰფარავს ნათელსა მზისასა და მოაკლდების მზესა (+ ნათელი ZA) და დაბნელდების ZAB.

ცთომილად უკვე ითქმიან (ითქმის Cb) შვიდნი იგი ვარსკვლავნი, რომელნი არიან შვიდთა მათ ცათა შინა, რომელთა სახელები ესე არს ქართულებ და არაბულად (+ და ნიშნებიცა მათი C): მთოვარე, ყამარ ერმი, ოტარიდ(ი) აფროდიტი, ასპიროზ მზე, შამს არეა (არია CaqD), მარიხ(ი) დია, მუშთარ(ი) კრონოს, ზოჰალი ესენი არიან რომელიმე განმანათლებელად ქვეყანისა (+ და CaqD) რომელიმე წვიმათა და თოვლთა და დართა სასწაულად, რამეთუ გაპირისპირებითა მათითა იქმნებიან დაონი და წვიმანი. ხოლო ათოთხმეტისა დღისა მთოვარე ოდეს გაივსების, პირისპირ უჭვრეტს მზესა, უკეთუ ორთა(ვე) შორის დაემთხვა(ს) ქვეყანა და ზედათ იყოს მთოვარე და ქვეშე ქვეყანისა მზე და ვე(რ)ღარა იხილოს (+ მზემან C) პირი მთოვარისა, მოაკლდების მთოვარესა ნათელი, რამეთუ აჩრდილი ქვეყანისა დააბნელებს, რამეთუ მთოვარესა არა აქვს თავით თვისით ნათელი, არამედ ვითარცა სარკე არს ქმნულებაჲ (ქმნილება CqD) მისი და რაოდენსა ხედავს მზე, ეგ(ე)ოდენსა აქვს ნათელი (სინათლე Cq), ხოლო ოცდაცხრისა მთოვარე ვერა ჰხედავს მზეს(ა) და უნათლო არს, უკეთუ სრბასა შინა უნათლო(მან) მთოვარემ(ან) განვლო სისწორით ქვეშე მზისა, დაჰფარავს ნათელსა მზისასა (+ და Cq) მოაკლდების და დაბნელდების მზე CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9