(ოთხფ.) (+ 31, [9] ფსალმ. ZA) მამალსა ცხენსა ეწოდების
ახტა და დედალსა –
ჴრდალი და
ჭაკი; შვილთა მათთა
კიცვი, რომელსა მსოფლიონი
კვიცად უწოდენ; ხოლო კიცვსა ახტასა
ურა და ჴრდალს(ა)
ფაშატი ეწოდების (ეწოდება AB), სარემაესა კურატსა –
აჯილღა; გამოყვერულსა (გამოყვერილსა B) -
ტაიჭი; აღსაჯდომელსა ცხენსა –
საჴედარი (+ და AbB), გვარიანსა და კეთილსა (+ ცხენსა Z) -
ჰუნე და
ჯინიბი, რომელ არს
მარქაფა; უმწყსა ცხენსა –
რემა; ასაკმცირესა (+ ცხენსა Z) –
გერგე; ვირთა და კერძოვირთა, რომელ არს ჯორი,–
ახტა და
ჴრდლობა (ახტა–ჭაკობა B) ითქმის; ხოლო კიცვთა მათთა (მისთა B) –
მუტრუკი (+ და ZA) აღსაჯდომელსა ვირსა –
კარაული ZAB.
(ოთხფ.) ცხენნიცა სახელებითა განიყოფებიან; რამეთუ მამალსა ეწოდებიან (ეწოდების Cb) ახტა; ხოლო დედალსა – ჴრდალი და ჭაკი; ხოლო შვილთა მათთა – კიცვი, ვიეთნი კვიცად აჴსენებენ; ხოლო კიცვსა ახტასა ულაყი ეწოდების და ჴრდალსა – ფაშატი; არამედ სარემაესა კურატსა აჯილღად სახელ–სდებენ; ვირთა და კერძოვირთა, რომელ არს ჯორი, აგრევე ახტა–ჴრდ(ა)ლობას(ა) ვიტყვით და შვილთა (შვილსა D) მათთა (მათსა CqD) მუტრუკად სახელ–ვსდებთ; აღსაჯდომელსა ვირსა კარაულსა უწოდთ და აღსაჯდომელსა ცხენსა – საჴედარსა; ხოლო (+ ცხენსა D) კეთილსა და გვარიანსა (+ ცხენსა C) – ჰუნესა; (+ კვალად გვარიანსა და საკეთილო ცხენსა – ჯინიბსა, რომელ არს მარქაფა C); უმწყსსა ცხენსა რემასა და უმწყსსა კიცვსა ურასა უწოდთ; ხოლო ასაკ–მცირესა (ასაკ–მცირეთა CqD) ცხენსა (ცხენთა D), აქლემსა (აქლემთა D) და პილოსა (პილოთა D) და ყოველსა (ყოველთა CqD) მისთანათა (ოთხფერჴთა D) გერგე ეწოდების (ეწოდებიან Cq) CD.