* - <
[ {
Ֆ
ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ ცჳ
ცხა ცხე ცხვ ცხი ცხო ცხრ ცხუ ცხჳ

ცხოვარი

L. პეკორა B.
Turk. ყოინ ZAaBCD, ყუი CD.
Arm. ვოხჩარ ZAaBCb, ოხჩარ CqD, ვუოჩხარ Ca.
(ცხოვარი, ცხვარი CD) (26, 14 დაბად.) ცხოვარსა მამალსა ეწოდების ვერძი და დედალსა – ნერბი; ხოლო შვილთა მათთა – კრავი; დიდსა კრავსა და უბიწოსა – ტარიგი; ჩჩვილსა კრავსა – ბატკანი; წლის კრავსა და მცირედ ნაკლებსა – ბუწი; წელიწადს უკან – შიშაგი; ორის წლისასა – აზმანი; გამოყვერილსა – ჭედილი; კეთილ ურუხიანსა – სადგამი; დამნერბავსა – ერკემალი; ცხოვარი თუ თხა, რომელი უკრაოდ იწველის, – უგი; უჟამოდ დამაკებულსა კრავსა და თიკანთა ქარაბიჭად სახელ–სდებენ (+ და A) მჭლესა და ცუდსა ცხოვარსა – ბალღი, რომელ არს ჟოჟარაკი (ჟოჟორაკი) ZA.

(26, 14 დაბად.) ცხოვარსა მამალსა ეწოდების ვერძი და დედალსა – ნერბი; ხოლო შვილთა მათთა – კრავი და დიდს კრავსა და უბიწოსა – ტარიგი; ჩჩვილს კრავს – ბატკანი; წლის კრავსა და მცირედ ნაკლებსა – ბუწი; წელიწადს უკან – შიშაგი; ორის წლისასა – აზმანი; გამოყვერილსა – ჭედილი; კეთილის ურუხისასა – სადგამი; დამნერბავსა – ერკემალი; ცხოვარნი თუ თხანი, რომელნი უკრაოდ იწველებიან – უგი; უჟამოდ დამაკებულსა კრავთა და თიკანთა ქარაბიჭად სახელ–სდებენ და მჭლესა და ცუდსა ცხოვარსა – ბალღი, რომელ არს პატრუჭაკი B. (ოთხფ.) ცხოვარნიცა განიყოფებიან ესრეთ: რამეთუ სამამლესა ეწოდების ვერძი; (+ ხოლო CqD) სადედლესა – ნერბი; ხოლო (და CqD) შვილთა მათთა – კრავი; ჩჩვილსა (+ კრავსა Cab) – ბატკანი (ბატკანსა უწოდენ CqD); წლის კრავსა (წლისასა CqD) და მცირედ ნაკლებსა – ტარიგი; ორის წლისასა – აზმანი; გამოყვერილსა – ჭედილი (ორის წლისასა ჭედილი და აზმანი D) და კეთილ(სა) ურუხისასა – სადგამი; ხოლო დამნერბელსა ცხოვარსა – ერკემალი (ერკემელი CbD); ცხოვარნიცა და თხანი, რომელნი უკრაოდ იწველებოდიან (იწველებოდისნ D), – უგი და უჟამოდ დამაკებულსა კრავსა ქარაბიჭად სახელსდებენ და მჭლესა ცხოვარსა – ბალღი CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9