* - <
[ {
Ֆ
ძა ძგ ძე ძვ ძი ძლ ძმ ძნ ძო ძრ ძუ ძღ ძჳ
ძრა ძრვ ძრო ძრც ძრწ

ძრვა

  1. L. ტერრემოტო B.
    Turk. ზინზილა ZAaBC.
    Arm. ჟაჟ ZAaBC.
    არს მიდრეკა რამე საჩინო ZA.

    გაძრვა, ჩუჩუნი დიდი B. მიდრეკა CD.

  2. (ძვრა CD) მიწის რყევა (45, 3 ფსალმ.). ძრვა (+ მიწის რყევა A) ამის გამო იქმნებიან, რამეთუ ქვეყანათა შორის არიან ღრუნი და სორონი, და ყო(ვ)ელივე სიღრუვე სავსე არს ქარითა. და ვინადგან (ვინათგან Ab) ვერღარა დაიტევს, გასთქდების (განთსქდების A) მიწა, გამოვალს (+ ქარი Z) და ქართა სიძლიერისაგან შეირყევიან ადგილი გარემონი. ვიეთთა ფსალმუნი უმოწმებიათ: "რომელი მოხედავ ქვეყანასა და ჰყოფ მას შეძრწუნებულ", და იცილებიან ამის გამო. ესე არა თუ რყევისათვის თქმულა, არამედ მეორედ მოსლვისათვის იესო ქრისტესსა. რამეთუ მაშინ შეძრწუნდენ ყო(ვ)ელი პირი ქვეყანისა. არა თუ ამა ერთისა თემისა შეძრვას(ა) აგრძნობს ქვეყანა ZA.

    მიწის რყევა. ძრვა არს მიდრეკა რამე საჩინო, ხოლო ძრვა მიწისა, რომელ არს რყევა, ამის გამო იქმნების, რამეთუ ქვეყანათა შორის არიან ღრუნი და სორონი და ყოველივე სიღრუვე სავსე არს ქარითა. ვინათგან ვერღარა დაიტევს, განსთქდების მიწა და გამოსლვასა ქართა სიძლიერისაგან შეირყევიან ადგილნი გარემო მისნი. ვიეთთა ფსალმუნი უმოწმებიეს: "რომელი მოხედავ ქვეყანასა და ჰყოფ მას შეძრძუნებულ" და იცილებიან ამის გამო. ესე არა თუ რყევისათვის თქმულა, არამედ მეორედ მოსვლისათვის იესო ქრისტესსა, რამეთუ მაშინ შეძრწუნდენ ყოველი პირი ქვეყანისა, არა თუ ამა ერთისა თემისა შეძრვასა აგრძნობს ქვეყანა B. (+ მიწის რყევა C), ძვრა (ძრვა Ca) რომელ არს მიწის რყევა, ამის გამო იქმნების, რამეთუ ქვეყანათა შორის არიან ღრუნი და სორონი, არამედ სიღრუ(ვ)ე სადაცა არს, ყოველივე სავსე არს ქარისა მიერ, განაღა არა იძვრის სისავსისა მიერ, ვინათგან ვერღარა დაიტევს, განსთქდების მიწა და გამოსვლასა ქართა სიძლიერისაგან (სიძრიალისაგან Cb, სიძლიერისა მისისაგან CqD) შეირყევიან ადგილი გარემოსნი. ვიეთნი(მე) ფსალმუნთა (ფსალმუნსა CqD) მოწმად (მოწამედ CqD) მოიყვანებენ (მოიყვანენ CqD): "რომელი მოხედავ ქვეყანასა და ჰყოფ მას შეძრწუნებულ" და იცილებიან ამის გამო, ესე არა ამისთვის არს თქმული, არამედ მეორედ მოსვლისათვის ქრისტესა, რამეთუ მაშინ შეძრწუნდენ ყოველ(ნ)ი ქვეყანანი, არა ამის ყურისა ერთისა შერყევასა (შერყევა CqD) აგრძნობს (აგრძნას CqD) ქვეყანა (ქვეყანამან CqD) CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9